უკან

საზოგადოება

19 თებერვალი, 2019 09:00
font-size

დღეს ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია გაიმართება

19 თებერვალს, 18 საათზე, სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში, გაიმართება ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია, რომელიც გაიხსნება 2019 წლის სექტემბერში საგურამოში და იქნება ფინური სტანდარტების შესაბამისი პირველი სკოლა საქართველოში.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და ფინური განათლების კონსორციუმი “Polar Partners”.

როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” მიზანია ფინური სკოლა გახდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო და სანიმუშო არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც. სკოლის აკადემიური პროგრამის შექმნის და მშენებლობის მიმართულებით „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ პარტნიორია ფინური საგანმანათლებლო ჯგუფი „Polar Partners”, რომელსაც განხორციელებული აქვს მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები ფინეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე.

ფინურ კონსორციუმთან „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს“ გაფორმებული აქვს ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, Polar Partners უზრუნველყობს სრული სასწავლო პროგრამის შემუშავებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას ფინური საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად.

ფინურ სკოლაში პირველი აკადემიური წელი 2019 წლის სექტემბერში იწყება. პირველ ეტაპზე, სკოლა მიიღებს დაწყებით კლასებს, რომლის სასწავლო პროგრამა, სტრუქტურა და სასწავლო პროცესი მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ ფინურ მოდელზე არის დაფუძნებული. 2021 წელს კი დასრულდება 7 ჰექტარ ტერიტორიაზე არსებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მოიცავს სამივე საფეხურის სკოლას, თანამედროვე კამპუსს, მულტიფუქნციურ სპორტულ კომპლექსს და მასწავლებლების ტრეინინგ ცენტრს.

Polar Partner უზრუნველყოფს ფინური საერთაშორისო სკოლის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ გადამზადებას მსოფლიოში პირველ სასკოლო მოდელად აღიარებული ფინური მოდელის მიხედვით. ტრეინინგებს და გადამზადებას ატარებენ ფინელი ექსპერტები და პედაგოგიკის ტრენერები.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და ფინელი პარტნიორები მზად არიან ღიად ითანამშრომლონ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან იმისათვის რომ განახორციელონ გრძელვადიანი პროექტები და წვლილი შეიტანონ ქვეყნის განათლების განვითარებაში.

საკვანძო სიტყვები:

განახლდა ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა მთის მოსახლეობასთან - ლაშა ჩხარტიშვილი

23 მარტი, 2019 , 20:34

ლეიბორისტული პარტია ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებს. პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რაც მოსა

ვინ აიძულებს ივანიშვილს ხელისუფლების გადაბარებას - სანდრო ბრეგაძე სკანდალურ პოსტს ავრცელებს

23 მარტი, 2019 , 16:26

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ხელისუფლების შეცვლის გეგმაზე წერს, რომელიც შესთავაზა ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს. “გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ !!! 2 კვირის წინ ამერიკის სახელმწიფო დე

„ნუ ჩამაბეტონებ!` - დიდ დიღომში მოსახლეობამ აქცია გამართა

23 მარტი, 2019 , 14:57

„ნუ ჩამაბეტონებ!" - ამ მოთხოვნით დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში, მოსახლეობამ აქცია გამართა და საფეხბურთო სტადიონზე დაწყებული მშენებლობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეების თქმით, შპს აკა დე

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

23 მარტი, 2019 , 13:05

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები ან ტურისტული მიზნით მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, მ.წ. 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენ

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას ოჯახში ძალადობის ფაქტებზე

23 მარტი, 2019 , 12:24

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ოჯახში ძალადობისაგან დაცვისა და პრევენციის მექანიზნების ეფექტიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით არსებულ პერიოდს. ანგ

მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა

22 მარტი, 2019 , 19:00

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორის, სახალხო არტისტის, საზოგადო მოღვაწის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფე