უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 სექტემბერი, 2019 16:05
font-size

დღეს ფუძნდება „ევრონიუსი საქართველო“, ევროპა შემოდის საქართველოში და საქართველო შედის ევროპაში - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ახალი ამბების არხისა და ციფრული პლატფორმის „ევრონიუსი საქართველო“ დაფუძნების ცერემონიას დაესწრო, რომელიც „სილქნეტისა“ და „ევრონიუსის“ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ევრონიუსი საქართველოს“ შექმნის აზრი სალომე ზურაბიშვილს ექვსი თვის წინ, თბილისში სტუმრად მყოფ „ევრონიუსის“ გადამღებ ჯგუფთან შეხვედრისას გაუჩნდა, რომელიც შემდეგ უკვე კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარა.

„ჩვენ ვხდებით ამ დიდი მედიაოჯახის წევრი. ეს აზრი სულ რაღაც ექვსი თვის წინ გაჩნდა და დღეს უკვე განხორციელებულია. ეს არის ამ ქვეყნის ენერგია, რომ ასეთი საქმეების კეთება ასეთ მოკლე დროში შეგვიძლია“, – განაცხადა არხის დაფუძნების ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, „ევრონიუსი საქართველოს“ დაფუძნება ძალიან დიდი წინსვლაა საქართველოსთვის, რადგან ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია.

„ჩვენ „ევრონიუსიდან“ მივიღებთ არა მხოლოდ პროგრამებს არამედ ევროპულ სტანდარტებს, რაც ყველაზე უფრო გვჭირდება ქართულ მედიასივრცეში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არხის დაფუძნებით ევროპული პროფესიონალიზმი, ინფორმაციის მიმართ ევროპული მიუკერძოებლობა და ევროპული სიმტკიცე შემოვა. იმავდროულად, „ევრონიუსის“ საშუალებით საქართველოს და მისი კულტურის შესახებ მომზადებული პროგრამები გატანილი იქნება ევროპაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ევრონიუსის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ პიტერსიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს არხის დაფუძნებაზე მიბრძანებისთვის.

„არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვენ გვქონდა გლობალური დისკუსია პარიზში შეხვედრისას. მე ვიცი, რამდენად ღრმა ფიქრები გაქვთ თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით და ფიქრობთ, რომ საქართველოს სჭირდება ბევრი პერსპექტივა, მათ შორის ძლიერი კავშირი ევროპასთან. მსურს მხურვალე მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს აქ მობრძანებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია“, – განაცხადა მან.

კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი აცხადებს, რომ ახალი საინფორმაციო არხი – Euronews Georgia იქნება მაღალი მედიასტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი, რომლის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკა სრულ შესაბამისობაში იქნება ევრონიუსის სტანდარტებთან.

Euronews Georgia მაუწყებლობას მომდევნო წლის შემოდგომაზე დაიწყებს.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გან

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შ

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია

5 ივნისი, 2020 , 17:00

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. მამაკაცი, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, პოლიციას ჩაბარდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სა

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკა ფრთხილად გავხსნათ, რათა მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც ნელ-ნელა ავამუშაოთ - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:35

პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორ

ხილიანი ისტორიულ სახელს იბრუნებს

5 ივნისი, 2020 , 16:35

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდ

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:00

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო, პირველ რიგში, ქუთაისი და შემდგომ ბათუმი ასევე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, – ამის შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!