მსოფლიო
დღეს იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნება
დღეს იერუსალიმში აშშ-ის საელჩო ოფიციალურად გაიხსნება. საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი ქმარი ჯარედ კუშნერი.
საელჩო აშშ-ის საკონსულოს შენობაში დროებით მოთავსდება. რა შენობაში გადაინაცვლებს აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში, მოგვიანებით გაირკვევა.
საელჩოს გახსნა დაამთხვიეს ისრაელის სახელმწიფოებრიობის 70-ე წლისთავის აღნიშვნას.
პრეზიდენტი ტრამპი საზეიმო ღონისძიებას ვიდეოკავშირით შემოუერთდება.
წინა წლის დეკემბერში დონალდ ტრაპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქდ აღიარა, რასაც მოჰყვა უკმაყოფილება პალესტინელთა მხრიდან.
იერუსალიმის სტატუსი ერთ-ერთი გამოწვევაა ისრაელ - პალესტინის კონფლიქტში. პალესტინელები მიიჩნევენ, რომ იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა გახდეს.