უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივნისი, 2018 11:30
font-size

დღეს ისინი ოფიციალურად გახდნენ შარდდალეულები- შალვა ნათელაშვილი პრემიერის გადადგომაზე

„კრიზისი ღრმავდება... დღეს ისინი ოფიციალურად გახდნენ შარდდალეულები. ხვალ გახდებიან კიდევ რაღაც სხვა ამბავდალეულები და ცუდად დაუმთავრდებათ საქმე“, - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პრემიერ-მინსიტრი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას.

მისი შეფასებით, მთავრობის გადადგომა განაპირობა ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულმა მოსახლეობამ.

„კრიზისიდან ვერ გამოდიოდნენ და გადმოაგდო სატყუარა. ეს კრიზისი ოფიციალურად საპროტესტო მოძრაობის შედეგია. ისე კრიზისი კი იყო ადრევე, მაგრამ ამის აღიარება არ სურდათ და ხალხმა აიძულა, რომ ეთქვათ კი, ჩვენ ავად ვართ. მაგრამ ჩვენ პერსპექტიული ავადმყოფები ვართ, გადავრჩებით და გადაგარჩენთ, რაც მორიგი ტყუილია, იმ უფასო ფულის არ იყოს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

გუშინ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, რაც ავტომატურად ნიშნავს მთელი მთავრობის გადადგომას.

უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციები დასრულდა

25 მაისი, 2020 , 16:33

უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დასრულდა. ელჩისგან მოისმინეს ინფორმაცია უკრაინა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე. ამის შესახებ საგა

პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებზე დახურული შეხვედრა გაიმართება

25 მაისი, 2020 , 14:53

ჩვენ ძალიან მალე ველოდებით პრემიერის მოსვლას პარლამენტში. ამის შემდეგ ვგეგმავ, რომ კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავმართო შეხვედრა, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომი

თეიმურაზ შარაშენიძე დღეს საგარეო უწყებაში არის დაბარებული

25 მაისი, 2020 , 10:15

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არის დაბარებული. ის ოფიციალურმა თბილისმა კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვია, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკ

„ქართული ოცნების” საარჩევნო სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი - კახა კალაძე

23 მაისი, 2020 , 16:32

რაც შეეხება საარჩევნო სიას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, ვინ იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ეს უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების&r

საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ` კანონში და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა

22 მაისი, 2020 , 22:12

საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა. პრეზიდენტის განმარტებით, აუცილებელია საგანგებო მდგომარეობი

მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება

22 მაისი, 2020 , 19:46

საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კერძოდ, რეგისტრაცია გაიარა 94-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი