უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 აგვისტო, 2018 11:25
font-size

დღეს ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას,მ თეა წულუკიანსა და ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოიკითხებიან.

საგამოძიებო კომისიის სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერ უცნობია, ვინ გამოიკითხება პირველი, თუმცა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, თეა წულუკიანი ბოლოს დაიკითხება.

საგამოძიებო კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრთან და ყოფილ მთავარ პროკურორთან შეკითხვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ექნებათ. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კითხვები ძირითადად იმ საკითხებს შეეხება, თუ რამდენად კმაყოფილები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები ჩატარებული გამოძიებით, ასევე როგორ აფასებენ მომხდარს და როგორია მათი დამოკიდებულება ამ საკითხზე.

თითქმის ორთვიანი მუშაობის განმავლობაში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უკვე 70-მდე ადამიანი გამოკითხა, მათ შორის დაპირისპირებაში მონაწილე და თვითმხილველი არასრულწლოვნები. კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ დასკვნა სექტემბერში იქნება

დაუყოვნებლივ მიეცეს პასუხისმგებლობაში ყაზტრანგაზი, როგორც ამ დანაშაულის ჩამდენი - ადვოკატი

18 იანვარი, 2019 , 11:38

აფეთქების შედეგად დაზარალებული კომპანიის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ყაზტრანგაზ-თბილისმა პროფესიული გულგრილობა გამოიჩინა. მისი აზრით, კომპანიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ჯოხი კომპანიაზე არ უნდა გადატეხ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18 იანვარი, 2019 , 11:27

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციი

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს

16 იანვარი, 2019 , 17:49

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ხუნჯუა ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ხმების რაოდენობით, მეორე ადგილი ირმა ჭკადუამ დაიკავა. აღნიშნულ პოზიციაზე ხუნჯუა 2 წლ

თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა - დაკავებულია 2 პირი

16 იანვარი, 2019 , 13:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ. ა. განზრახ მ

EMC დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თვითნებურ პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

16 იანვარი, 2019 , 12:46

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. EMC მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ართულებს პირისთვი

სუსმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა

16 იანვარი, 2019 , 10:34

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გარემოს