უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 ივლისი, 2018 11:10
font-size

დღეს ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს მოუსმენს

დღეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს მოუსმენს.

სხდომა მედიისთვის ღია იქნება. კომისიის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა არ გამორიცხა, რომ კომისიის ფორმატში დამოუკიდებელი ექსპერტიც გამოკითხონ.

ამ კვირაში ასევე იგეგმება არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვა.

კომისიის მდივნის ოთარ კახიძის თქმით, ექსპერტებთან კითხვები ექნებათ ჭრილობებთან და გამოყენებულ იარაღებთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ არაერთი საკითხი, რომელიც უკავშირდება ჭრილობებს, გამოყენებული იარაღების რაოდენობას. რა კითხვები გვექნება ექსპერტებთან, ამაზე უშუალოდ სხდომაზე გავაჟღერებთ. დაკითხვები გაგრძელდება, დაიკითხებიან არასრულწლოვნები, ასევე კომისია იმსჯელებს თანამდებობის პირების დაკითხვასთან დაკავშირებითაც, ეს ეხება როგორც პროკურატურას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც“, -აღნიშნა დეპუტატმა.

მტკიცებულებები გამოძიებამ უნდა დადოს და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ - ვახტანგ გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

18 დეკემბერი, 2018 , 17:40

გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები, მასალები და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, თუ რა სტადიაზეა თემირლან მაჩალიკაშ

ოპოზიცია არჩევნებზე ხმებს უცნაურად ითვლის, 780 ათასი მათი გათვლებით მილიონზე მეტია - ბექა დავითულიანი

18 დეკემბერი, 2018 , 17:40

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციას დესტრუქციულ ნაბიჯებზე უარის თქმის და დიალოგის რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. მისი განცხა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო - დაკავებულია 1 პირი

18 დეკემბერი, 2018 , 17:15

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტზე, კერძოდ, სამართალწარმოების მონაწილის მიმართ უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.ბ. სა

სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

18 დეკემბერი, 2018 , 16:50

13 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.ზ.-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 660 ღერი, არადეკლარირებული სიგა

თბილისის აეროპორტში 61 674.73 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

18 დეკემბერი, 2018 , 16:50

16 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის ე.შ.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, 61 674.73 ლარის ღირე

ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

18 დეკემბერი, 2018 , 16:50

13-16 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`