უახლესი ამბები
- 21.02.2019 18:37ზვიად კუპრავას პატიმრობა შეეფარდა
- 21.02.2019 18:28„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისშიც“ გაიხსნა
არქივი
მოზაიკა


დღეს ყინვას და თოვას ელიან
სინოპტიკოსები დღეს საქართველოში ნალექს ელოდებიან, ზოგან თოვლის სახით.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +9, +14; მთაში +5, +10; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
უმეტესად ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოში. მოსალოდნელია ნალექი, ზოგან თოვლის სახით. ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ძლიერი თოვა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, გორი-სურამის მონაკვეთზე ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +2, +7; მთაში +1, +6; მაღალ მთაში -3, +2 გრადუსი.
თბილისში დღეს ღრუბლიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერი კი, დედაქალაქში დღეს +4 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ძლიერი ქარის შედეგად ისანში მოგლეჯილმა ხემ 4 მანქანა დააზიანა (ვიდეო)
18 თებერვალი, 2019 , 16:46

ტიფანი ბარში ვალენტინობის დღე მაზერატის განსაკუთრებულ მოდელთან ერთად აღნიშნეს
16 თებერვალი, 2019 , 16:57

გლდანის ციხესთან ძველ სამარხში ნაპოვნი ობიექტები შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს
15 თებერვალი, 2019 , 14:42

“დანკინში“ ყავის გაყიდვებმა წელიწადში 2 მილიონ ჭიქას მიაღწია
12 თებერვალი, 2019 , 13:00

„საქართველოს ელექტროსისტემა“ პროფესიონალი, დამწყები თუ თვითნასწავლი მხატვრებისთვის კონკურსს აცხადებს
7 თებერვალი, 2019 , 13:46

საქართველოში 2018 წელში მომხმარებელთა მეოთხედზე მეტმა განიცადა ინტრნეტთავდასხმები
7 თებერვალი, 2019 , 12:20