უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 აგვისტო, 2019 16:01
font-size

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გუგუტიანთკარში მცხოვრებ მოქალაქეებს, აღმოვუჩინოთ დახმარება - მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყუილს და დეზინფორმაცაიას უწოდებს განცხადებებს, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ ბორდერიზაციის პროცესისი განახლების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან. როგორც მთავრობის მეთაურმა აბაშაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრობლემის დაწყებისთანავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგემლები ადგილზე იყვნენ 24-საათიან რეჟიმში.

“ჩემი თხოვნით, იქ იმყოფებოდა როგორც ქეთი ციხელაშვილი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იყო ჩასული დიპლომატიური კორპუსი და სამწუხაროდ, ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ აგრძელებს რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, სამწუხაროდ გრძელდება ე.წ ბორდერიზაციის პროცესი.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, აღმოვუჩინოთ დახმარება და მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოკუპაცია და ე.წ ბორდერიზაცია არის ძალიან მტკივნეული პროცესი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგეობრობის სრული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ამას წინ აღვუდგეთ. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ პირველივე დღიდან ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის კონსოლიდაცია, რათა როგორმე შევაჩეროთ ეს მტკივნეული პროცესი.

რის საფუძველზე ამბობთ, რომ ეს საკითხი რომელიმე ფორმატში კრიტიკულად არ დავსვით?! რამდენიმე დღის წინ გაეროში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. გაეროს ტრიბუნა არის ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც ეს პრობლემა შეიძლება დაისვას. თქვენ აგრძელებთ დეზინფორმაციის კამპანიას. ჩვენი უწყებები პირველივე დღიდან იყვნენ იქ და იმყოფებოდნენ ჩვენი მოქალაქეების გვერდით”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

უკანასკნელი ქოცისთვისაც კი ცხადია, რომ პროპორციულზე გადასვლა პირადად ივანიშვილის დავალებით ჩააგდეს - ოთარ კახიძე

16 ნოემბერი, 2019 , 17:15

უკანასკნელი ქოცისთვისაც კი ცხადია, რომ პროპორციულზე გადასვლა პირადად ივანიშვილის დავალებით ჩააგდეს, - წერს Facebook-ის პირად გვერდზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე. "ბიძინას უნიჭო სპექტაკლის მიხედვით, ქ

“აფერუმ ძმაო, შენ კაცობას!”

16 ნოემბერი, 2019 , 16:25

აკადემიკოსი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია რუსი ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება. “ის კი არ მიკვირს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს, სრულიად

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან დაცლილი გადაწყვეტილება - გიორგი კვირიკაშვილი

15 ნოემბერი, 2019 , 11:00

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების&l

როდესაც მმართველი მორალსა და ზნეობას მიღმაა, იქ არჩევნებით არ მიდიან, აუცილებლად ომი იქნება - თინა ხიდაშელი

14 ნოემბერი, 2019 , 16:40

როდესაც მმართველი მორალსა და ზნეობას მიღმაა, იქ არჩევნებით არ მიდიან, აუცილებლად ომი იქნება, თოფებით ომი არ მიგულისხმია, თუმცა ის არც ამაზე დაიხევს უკან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხ

ვულოცავ საზოგადობას, რომ პარლამენტი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე - დიმიტრი ხუნდაძე

14 ნოემბერი, 2019 , 15:30

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა დესტრუქციული გეგმა, ვულოცავ საზოგადოებას და ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ ქვეყანა ივლის სტაბილურად, ეყოლება ძლიერი მთავრობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დეპუტატმა

“მწვანეს დააჭირეთ ბატონო ბიძინა”

13 ნოემბერი, 2019 , 15:45

მწვანეს დააჭირეთ ბატონო ბიძინა, თორემ ძალიან ცუდად წავა თქვენი საქმე, - ასე მიმართა მოძრაობა "სირცხვილია”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რითაც მას და ხელისუფლ