უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ივნისი, 2017 15:20
font-size

დღეს ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 2000 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის N55/76 რეზოლუციის მიღების დღიდან აღინიშნება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის ზოგადი გაუარესება პირდაპირ აისახება ლტოლვილთა რაოდენობის მატებაზე. მსოფლიოში დაახლოებით 65 მილიონი იძულებით ადგილნაცვალი პირია, მათ შორის – 20 მილიონზე მეტი ლტოლვილი, რომლებიც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა ომისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და მოეთხოვათ თავშესაფარი უცხო ქვეყნებში. თავშესაფრის უფლება ადამიანის უფლებათა სამართლით გარანტირებული უფლებაა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ეძებოს და ისარგებლოს თავშესაფრით.

მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც აღინიშნება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა, თუმცა წინა წლებთან შედარებით, მიმდინარე წელს მათი რაოდენობა შემცირებულია. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში 947 თავშესაფრის მაძიებელი დაფიქსირდა, ხოლო ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსებით 1 513 პირი სარგებლობდა.

ლტოლვილთა დაცვა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტია. „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში სპეციალური თავია მიძღვნილი ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივ მდგომარეობზე. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ გამოწვევებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე, რომლებიც იკვეთება სახალხო დამცველის საქმიანობის დროს აღნიშნულ პირთა უფლებების მონიტორინგისას. აუცილებელია დაცული იყოს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით აღიარებული უფლებები.

საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვა გარანტირებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან.

ნათია ფანჯიკიძის და responsible.ge-ს ერთობლივი პროექტი

21 თებერვალი, 2020 , 20:40

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურ

`მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები` - ფინანსური განათლების პროგრამა აგრომეწარმეებისათვის

21 თებერვალი, 2020 , 18:43

აგრომეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა და სპეციალურად ფერმერებისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო - "მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილ

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

21 თებერვალი, 2020 , 18:30

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვ

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საკითხის განხილვას, ხოლო მანამდე მოხდეს მთავრობის 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება - „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“

21 თებერვალი, 2020 , 17:50

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ

ბორჯომში სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

21 თებერვალი, 2020 , 17:40

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად სამოქალაქო თანასწორობისა და ინ

რამდენია სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2019 წლის მეოთხე კვარტალში

21 თებერვალი, 2020 , 17:20

2019 წლის მეოთხე კვარტალში ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა სულ 22,492,308 ლარი შეადგინა. სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. ამის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`