უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 დეკემბერი, 2018 16:55
font-size

დღეს მე ვხედავ, როგორ იღუპება სასამართლო სისტემა - ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურაზე საუბრისას განაცხადა, რომ შერჩევის პროცესი ნდობას არ იწვევს.

„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ გარისკავდა და არ გააკეთებდა იმას, როგორც ის ახლა მოიქცა, მათ სრულიად სწრაფ რეჟიმში, წუხელ ღამით ატვირთეს დღის წესრიგი და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციაც არ გვქონდა, თუ ვინ იქნებოდნენ კანდიდატები, პირდაპირ სხდომაზე დაასახელეს მოსამართლეების გვარები, შემდეგ მოვიპოვე სია, მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ, ისიც კი არ ვიცი, ისინი თანახმანი არიან თუ არა, იყვნენ დასახელებულები უზენაესი სასამართლოს მსოამართლეობის კანდიდატებად, პროცესი არის სრულიად არასერიოზული. დღეს პირდაპირ თქვა გიორგი მიქაუტაძემ, რომ მათ კონსულტაციები ჰქონდათ მოსამართლეებთან, ანუ მოსამართლე წევრები ამაზე საუბრობდნენ გასულ კვირას, მოილაპარაკეს და წარმოადგინეს ეს კანდიდატები. საინტერესო ის არის, რომ ამ სიაში არის თავად გიორგი მიქაუტაძე, თავისი თავი თვითონ დაასახელა, ამ სიაშია მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც არაფორმალური ლიდერია სასამართლო სისტემის უკვე წლებია და არ გამოვრიცხოთ, რომ იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე აცხადებდეს პრეტენზიას და პირდაპირ საბჭოშიც გახდეს ამის შემდეგ წევრი, მაგრამ მთელი ეს პროცესი, რა თქმა უნდა, არ იწვევს ნდობას, მაგრამ მე ვარ საბჭოს წევრების უტიფრობით გაოგნებული, რადგან თქვენ რომ გენახათ მათი სახეები, დარწმუნდებოდით, რომ სრულიად ცინიკური ღიმილით, ბედნიერები ხმასაც კი არ იღებდნენ, არც კი ჩათვალეს საჭიროდ , რომ პასუხი გაეცათ თუნდაც იმ პროტესტზე, რაც ჩვენ გვქონდა. დღეს მე ვხედავ, როგორ იღუპება სასამართლო სისტემა“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენია: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი