უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 იანვარი, 2020 17:35
font-size

დღეს მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან - სალომე ზურაბიშვილი

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და სრულად დაცულია. მაგრამ რეალობა კანონმდებლობის ჩარჩოებს სცდება: თავისუფლებას არ აქვს საზღვარი, რაც ხშირად საზოგადოებას სიძულვილის ენით ამძიმებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, კონტროლის მექანიზმისა და თვითრეგულირების არქონა კი, როგორც სხვაგან, საქართველოშიც ართულებს სოციალურ გარემოს.

„როგორც თავისუფალ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლება იქაც პასუხისმგებლობის შეგრძნების გარეშე ხორციელდება, იგი ხშირად ანონიმურია და ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დაძაბულობის მატებას უწყობს ხელს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დღეს მედია ორგანიზაციები და სოციალური მედია სრული თავისუფლებით სარგებლობს.
„ოპოზიციური არხის - „რუსთავი-2-ის“ საკუთრების დავა, რომელიც სასამართლოში იხილებოდა, წარმოდგენილ იქნა, როგორც ხელისუფლების მხრიდან არხის გაკონტროლების ან დახურვის მცდელობა. ამ დროს კი პირიქით მოხდა, - განხილვის პერიოდში საგადასახადო უწყებამ თავი შეიკავა დაგროვილი დავალიანების (23 მილიონი ლარის) ამოღებისგან. საქმე განიხილა როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ისე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ. 2019 წლის ივლისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2-ის“ მიმართ არც ერთი უფლება არ იყო დარღვეული, მათ შორის - არც სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ქართული მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის ერთ-ერთი დადასტურება იყო.

მიუხედავად სახელმწიფოს მიერ არხის ჩამორთმევად წარმოჩენილი გადაწყვეტილების მიმართ მრავალწლიანი პროტესტისა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით არხი ლეგიტიმურ მესაკუთრეს დაუბრუნდა. დრამატული პროგნოზებისგან განსხვავებით, არხის მესაკუთრის ცვლილებით არ შეცვლილა სარედაქციო პოლიტიკა. „რუსთავი-2“ კვლავ ძლიერი ოპოზიციური არხია. ამასობაში, მედიასივრცეს კიდევ რამდენიმე ახალი ოპოზიციური არხი დაემატა. დღევანდელი ქართული მედიაგარემო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და თავისუფალია. ცალსახაა, რომ დღეს მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მოვახდენთ ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, რომელიც იღებდა ხელფასს, იხდიდა გადასახადებს და სამსახური დაკარგა - ჩვენ მოვახერხებთ მათ დახმარებასაც - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

ჩვენ ტურისტულ სფეროში მოქმედ სუბიექტებს 3 თვით გადავუვადეთ დღგ-ს გადახდა და სახელმწიფო მზად არის, დახარჯოს 100 მილიონი ლარი მათ მხარდასაჭერად, მაგრამ ეს უკვე არ არის საკმარისი და ყველას კარგად გვესმის, რომ ეს სექტორი 3 თ

„ქართუ“ არის დაზღვევა, როცა სახელმწიფოს რესურსები არ ყოფნის - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

ფონდ „ქართუს“ დახმარება ყოველთვის იყო სისტემური, ის ყოველთვის აზღვევდა ქვეყანას, ბიუჯეტს, სახელმწიფოს იქ, სადაც მისი რესურსი იყო ყველაზე შეზღუდული, ან ქვეყანას ექსტრემალურ სიტუაციაში დახმარება სჭირდებოდა, - ა

ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი, დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

კომუნიკაცია არსებობს და ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც

ჩვენ ვერ დავუშვებთ კომპრომისს ადამიანების ჯანმრთელობასა და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის, მთავრობის, ხელისუფლების ყველა შტოს ტაქტიკა გახლავთ ამ ბრძოლასთან ადაპტაცია; ჩვენ უნდა შევძლოთ პროცესების მართვა ისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვეყოლება ათ

სავალუტო ბაზარზე არსებულმა ტურბულენტობამ არ უნდა მიაყენოს ზიანი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ კურსთაშორისი სხვაობის რისკს სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც დავუზღვევთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური თვალსაზრისით დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაც

ჩვენი მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი არის სწრაფი და დროული ნაბიჯები - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 11:30

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ნაბიჯები იყო დროული. ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება ყოფილიყო კიდევ უფრო ეფექტური,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედ