უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 მარტი, 2017 18:00
font-size

დღეს მივიღეთ საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი კანონი - რომან გოცირიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, პარლამენტის მიერ სამი მოსმენით დამტკიცებული ე.წ. ფარული მოსმენების კანონი იმეორებს საბჭოთა მოდელს და მოქალაქეებზე ტოტალურ კონტროლს გამოიწვევს.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ კანონის ამოქმედების წინააღმდეგ ენმ ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

„ეს არის კიდევ ერთი შავი ლაქა ქართულ საპარლამენტო საქმიანობაში. დღეს მიიღეს საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი კანონი, ესაა ტოტალური კონტროლის გაგრძელება ადამიანებზე, ბიზნესსა და მთლიანად ქვეყნისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ჩვენ გავასაჩივრებთ ამ კანონს, შევეცდებით, 30 ხელმოწერა შევაგროვოთ, თუ არადა, მივმართავთ პრეზიდენტს, მივმართავთ სახალხო დამცველს და მივმართავთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა ეს კანონი არ შევიდეს მოქმედებაში“, - განაცხადა გოცირიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონი. საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 2-მა დეპუტატმა ამ კანონის წინააღმდეგ მისცა ხმა.

რიგგარეშე სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ „პატროტთა ალიანსისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.

დღევანდელ სხდომაზე განიხილავდნენ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ტექნიკურ მხარეს.

აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.

ანა მებურიშვილი

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რო

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

23 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში

მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს - ვგმობთ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ლიეტუვის პრეზიდენტი

22 აგვისტო, 2019 , 17:43

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. შეხვედრისას გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლიეტუვას მხარდაჭერა და აღნიშნა

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

22 აგვისტო, 2019 , 16:38

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი ლიეტუვაში დაიწყო. ვილნიუსში, პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილს ლიეტუველმა კოლეგამ, გიტანას ნაუსედამ უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს