უკან

მოზაიკა

14 სექტემბერი, 2019 12:25
font-size

დღეს მოძრაობის თეატრი განახლებული რეპერტუარით ახალ სეზონს ხსნის

14 სექტემბერს, მოძრაობის თეატრში თეატრალური სეზონო კახა ბაკურაძის „ფაუსტით“ გაიხსნება.

ახალ სეზონზე მაყურებელს განახლებული რეპერტუარი და რამდენიმე პრემიერა ელის. დაგეგმილია ამერიკულ დასთან ერთად ერთობლივი სპექტაკლის დადგმა, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, მოძრაობის თეატრს ესტუმრება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, იოსებ ბაკურაძის ცნობით, ვაშინგტონიდან საცეკვაო დასი Company E მოძრაობის თეატრში სექტემბრის ბოლოს ჩამოვა.

„ ოქტომბერში, მათთან ერთად ბროდვეის მიუზიკლის სტილში დადგმულ სპექტაკლს გამოვუშვებთ. სპექტაკლს „დიდი თამაში“ ერქმევა. ასევე ოქტომბერში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ცნობილ ბრიტანელ ქორეოგრაფთან, უეინ მაკგრეგორთან და მისი დასის წევრებთან ვითანამშრომლებთ. ჩვენი ერთობლივი ნამუშევრის ჩვენება თბილისობას, ორბელიანის მოედანზე გაიმართება“, - აღნიშნავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

იოსებ ბაკურაძის ცნობით, ამერიკული პროექტის ფარგლებში, მოძრაობის თეატრს ასევე ეწვევა იმპროვიზაციის პედაგოგი, რომელიც ქართველ მსახიობებს სპეციალურ მასტერკლასს ჩაუტარებს.

თეატრის ხელმძღვანელობა ახალ სეზონზე საერთაშორისო წარმატებებსაც ელის და რამდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გეგმავს გამგზავრებას. ნოემბერში მოძრაობის თეატრი მიწვეულია მინსკში, „Teatralny Kufar“, სპექტაკლით „ასტიგმატისტები“ . ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე პრესტიჟული ფესტივალის წარმომადგენლობასთან.

ცნობისთვის - მოძრაობის თეატრს ჟანრების თეატრსაც უწოდებენ, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე დიდი ინტერესით სარგებლობს უცხოელ მაყურებელში. ნებისმიერი ეროვნების მაყურებლისთვის ერთნაირად საინტერესო და გასაგებია.

სრულიად ახალი BENTLEY FLYING SPUR საქართველოშია

29 მაისი, 2020 , 11:25

კომპანია Bentley საქართველოში წარმოადგენს სრულიად ახალ მოდელს Flying Spur. ეს არის უახლესი მდიდრული გრან ტურერ სედანი, რომელიც, შესრულებაზე ორიენტირებული შემართებისა და ექსკლუზიური ოთხ-კარიანი ლიმუზინისათვის დამახასიათებ

Shade-თი ინფიცირებულებს შეუძლიათ საკუთარი ფაილების გაშიფრვა

13 მაისი, 2020 , 11:30

კრიპტოგრაფი Shade მომხმარებლებისთვის უკვე  აღარ არის საშიში: კასპერსკის ლაბორატორიამ გამოაქვეყნა დეკრიპტორი,  რომელიც აღადგენს  ფაილებს  გაშიფრულს კრიპტოგრაფ Shade (Troldesh) ნებისმიერი სახეობით. 

თერაპევტებთან ვიზიტების 64% ქრონიკული დაღლილობის ჩივილებს უკავშირდება

5 მაისი, 2020 , 15:06

კვლევის თანახმად, თერაპევტები ამბულატორიული ვიზიტების 64%-ს ასთენიურ ჩივილებს უკავშირებენ. მათი განმარტებით, ასთენიური ჩივილები და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი შეიძლება როგორც გადატვირთული სამუშაო რეჟიმის, ისე ხანგრძლივ

„ევროპაბეთის“ უფასო რეკლამით 30-მდე ბიზნესი უკვე სარგებლობს

2 მაისი, 2020 , 18:19

პოპმედიაში რეკლამის განთავსების სურვილი ასამდე ბიზნესმა გამოთქვა 1 მილიონი ჩვენება საჩუქრად - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთმა“ 25 აპრილს გამოაცხადა. პროგრამაში ჩართვის სურვილი 2 დღეში 100-მდე მეტმა

BENTLEY MOTORS იწყებს ახალ პროგრამას «COME BACK STRONGER» - გეგმები და ცვლილებები წარმოებაში

1 მაისი, 2020 , 11:48

კომპანია Bentley Motors-მა განაცხადა ახალი კორპორატიული პროგრამის, «Come Back Stronger», ამოქმედების შესახებ, რომელიც მოიცავს ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის უზრუნველყოფისთვის 250-მდე კონპლექსურ, ფართო მასშ

ფრიროლები საათში ერთხელ - რატომ უნდა ითამაშოთ პოკერი ევროპაბეთზე

23 აპრილი, 2020 , 14:00

ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმაა რეგიონში და ამას ბოლო პერიოდის სტატისტიკა ადასტურებს. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ მაგიდის თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად, საშუალოდ 10