უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 იანვარი, 2018 11:45
font-size

დღეს პანკისის ხეობაში სოფელ დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა იქნება სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილე პირებისა და მათი ხელმძღვანელების დასჯა.

იმავეს მოითხოვს 26 დეკემბრის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

„წარდგნენ სასამართლოს წინაშე გომეალურის მთლიანი ჯგუფი და ის სპეცრაზმელები, ვინც ჩემთან სახლში შემოიჭრნენ. ეს მოთხოვნები აქვს ხეობის ხალხს, რამდენადაც მე ვიცი. მე თვითონაც ამას მოვითხოვ.

არ მჭირდება მთავრობისგან იმის მოსმენა, რომ ფაქტები უნდა გამოიძიონ, ფაქტი ისაა, რომ ეს იყო უმწეო, უდანაშაულო ბავშვი, რომელიც მომიკლეს და ჩემი დარჩენილი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადამიქციეს.

ბოლოს და ბოლოს, თუ სადმე კანონი არსებობს ამ დუნიაზე, ამას მე დავამტკიცებ და ყველა აგებს პასუხს“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

გარდა ამისა, დღეს უნდა გავრცელდეს უხუცესთა განცხადება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა შინაარსის იქნება ეს წერილი.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ტერორიზმის საქმეზე დაკავებულმა რუსლან ალდამოვმა დუმილი დაარღვია. როგორც მან თავის ადვოკატ, მარიამ კუბლაშვილს გაუმხილა, სპეცრაზმელები სინამდვილეში მის ლიკვიდაციას ცდილობდნენ, მაგრამ ის შეეშალათ თემირლან მაჩალიკაშვილში.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი