უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
დღეს პრეზიდენტი კონსტიტუციაზე საკონსულტაციოდ ოპოზიციას შეხვდება
დღეს 16 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქვეყნის პირველი პირი საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გამართავს.
შეხვედრაში უნდა ჩართულიყო მმართველი პარტიაც, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ გიორგი მარგველაშვილს ცალკე, ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
შეხვედრა გუშინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დააანონსა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეთავაზების საპასუხოდ. კობახიძის წინადადების მიხედვით გიორგი მარგველაშვილმა ვეტო უნდა დაადოს ორ საკონსტიტუციო ცვლილებას. ერთ-ერთი მათგანი ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებას, ხოლო მეორე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას.
შეგახსენებთ, 26 სექტემებრს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტი. კენჭისყრის შედეგად, 117 დეპუტატმა დოკუმენტს მხარი დაუჭირა, ხოლო 2-მა პარლამენტარმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს.
ანა მებურიშვილი