უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 ივლისი, 2019 10:41
font-size

დღეს ქობულეთში „Kobuleti Fest 2019” გაიმართება

დღეს, ქობულეთი ფესტივალს „Kobuleti Fest 2019“ მასპინძლობს. ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ის 14:00 საათზე ფრანების შოუთი გაიხსნება და 03:00 საათამდე გაგრძელდება.

ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული დიჯეები Beka, Chiki, Toke, ასევე მუსიკალური ბენდები „Melomaniak“ და „Goofy Land’ იზრუნებენ. გაიმართება ფრანების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და ქართული, აღდგენილი მულტფილმების ჩვენება პარკის ამფითეატრში. ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი.

14:00 - 17:30 - Beka

17:30 - 21:00 - Chiki

21:00 - 22:00 - Melomaniakk

22:00 - 23:00 - Goofy Land

23:00 - 03:00 - Toke

14:00 - 18:00 ფრანების შოუ

14:00 - 19:00 - საბავშვო გასართობი ღონისძიებები

20:00 - მულტფილმების ჩვენება ამფითეატრში21:00ცეცხლოვანი შოუ

21:30 - კოცონი

23:00 - ფოიერვერკი

ქობულეთის ფესტივალს ასევე დაამშვენებს ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკი. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ქობულეთის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. ფესტივალს ქობულეთის მერიის ორგანიზებით, უცხოელი ჟურნალისტები, ტუროპერატორები, ბლოგერები, ასევე ქობულეთს დამეგობრებული ქალაქებიდან დელეგაციები ესტუმრებიან.

შავი ზღვის მთელს სანაპიროზე შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია

9 ივლისი, 2020 , 14:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შავი ზღვის მთელს სანაპიროზე შტორმის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია. „შავი ზღვის მთელ სანაპირ

სვანეთში, სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი კერიდან სამი ლიკვიდირებულია

9 ივლისი, 2020 , 10:30

სვანეთში, სოფელ ხაიშთან ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ხანძრის სამი კერის ლიკვიდაცია მოხერხდა, ხოლო მეოთხე კერაზე სრული ლოკალიზებაა, - ამის შესახებ “მედიანიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შავი ზღვის სანაპიროზე წყალმცენარეების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს

8 ივლისი, 2020 , 17:30

შავი ზღვის სანაპიროზე წყალმცენარეების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო დღეებში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრემში ღვინის რესტორანი გაიხსნება

8 ივლისი, 2020 , 16:00

საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერას განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც გრემში ღვინის ღია რესტორანი გაიხსნება. რესტორანში განთავსდება შოურუმი, ულამაზესი ვერანდა, რომლიც 120 ადამიანზე იქნება გათვლილი. ღვინის რესტორა

სვანეთში, სოფელ ხაიშთან, სადაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 4 ვერტმფრენია ჩართული, 4 აქტიური კერიდან 3 ლოკალიზებულია

8 ივლისი, 2020 , 11:30

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, მთის ორ ფერდზე, არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერ

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარადჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა

7 ივლისი, 2020 , 14:10

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის მარანი აშენდა. მარანში 4 ქვევრი განთავსდება თითოეულის მოცულობა 700 ლიტრია. ქვევრები კომპანიამ უკვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე