უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მარტი, 2018 16:25
font-size

დღეს ქრომოსომებს კი აღარ ვითვლით, არამედ დასაქმებაზე ვსაუბრობთ - მაკა ჩიჩუა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დაესწრო საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას „რას ვმატებ ჩემს სამსახურს“, რომელიც მიეძღვნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

პირველმა ლედიმ დამსწრეებს სიტყვით მიმართა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც გარშემო ვხედავ. უკვე ძალიან ბევრნი ვართ. ბევრი ადამიანი ჩაერთო და გამოხატა დაინტერესება.

დღეს ქრომოსომებს კი აღარ ვითვლით, არამედ დასაქმებაზე ვსაუბრობთ და ამ ადამიანების სრულ, თანასწორუფლებიან ინტეგრაციაზე დანარჩენ სამყაროსთან და ჩვენთან.

დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ვღელავ, ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოდის, დიდია დაინტერესება. ასეთი მყარი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ უფრო წინ და შევუერთდეთ ცივილურ სამყაროს. ამ მიმართულებით უკვე ძალიან ბევრია გაკეთებული და ჩვენც უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე“,- აღნიშნა ჩიჩუამ.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, თბილისის მერიისა და დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენლები.

წელს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე „რას ვმატებ საზოგადოებას“ სლოგანით აღინიშნება.

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი