უკან
საზოგადოება
2 დეკემბერი, 2017 11:25
დღეს რეალობა ჩვენს ირგვლივ ტრაგიკულია - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.
,,დღეს რეალობა ჩვენს ირგვლივ ტრაგიკულია. ვუსამძიმრებ დაღუპული მოსწავლის ოჯახს და გამოვთქვამ იმედს, რომ არასდროს ამ რეალობის წინაშე, ჩვენი შვილების დაკარგვის წინაშე, ჩვენ არ დავდგებით, ან როდესაც დავდგებით, ვიქნებით ძლიერები, ვიქნებით ორგანიზებულები, ვიქნებით მზად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღარ მოხდეს“, - აცხადებს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, კრიტიკულად მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.
ნინო ექვთიმიშვილი