უკან

საზოგადოება

12 ივლისი, 2018 15:05
font-size

დღეს, როცა მშვიდობა და წინააღმდეგობა ერთმანეთს ებრძვიან, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ პეტრესა და პავლეს ლოცვით, ღმერთმა მისცეს სოფელსა მშვიდობა - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას მრევლს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლთან ერთად წმინდა პეტრეს და პავლეს ტროპარი იგალობა.

„ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული და უპირველეს ყოვლისა, ვიგალობოთ მათი ტროპარი. მოციქულები არიან მსოფლიოს მოძღვარნი, დიდი მოციქულები დიდი მოძღვარნი და ჩვენ შევთხოვთ მაცხოვართა ყოველთასა ევედრონ, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა. პეტრე მოციქულს მიმართავდა უფალი იესო ქრისტე „შენ ხარ კლდე და კლდესა ამას ზედა მე აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას“. აი, დღეს, როცა ასეთი რთული მდგომარეობაა მსოფლიოში, როცა მშვიდობა და წინააღმდეგობა ერთმანეთს ებრძვიან, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ პეტრესა და პავლეს ლოცვით, ღმერთმა მისცეს სოფელსა მშვიდობა. ეს არის ორი სვეტი პეტრე და პავლე“, – აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქმა სახარებიდან პეტრე მოციქულის მიერ ქრისტეს უარყოფის ეპიზოდი და თავად მოციქულის ჯვარზე გაკვრის ისტორია გაიხსენა. ილია მეორემ პავლე მოციქულზეც ისაუბრა.

„პეტრე, რომელმაც სამჯერ უარყო ქრისტე, მერე ამბობს, მე რა ღირსი ვარ, ისე ჯვარს მაცვათ, როგორც ქრისტე, თავდაღმა მაცვითო და ჯვარზე გააკრეს თავდაღმა. პავლე მოციქული, როგორც რომის მოქალაქე იმას მოჰკვეთეს თავი. წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული მათი ლოცვით მოგმადლოთ უფალმა. დიდი წყალობა მოაქვს ჩვენთვის პეტრესა და პავლეს და ჩვენ მადლობელი ვართ ამ დიდი წყალობისთვის“, – დასძინა ილია მეორემ.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ 38-დღიანი მარხვა უძღოდა. მარხვა 4 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა. დღესვე ჩვილთა 54-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ახალ შენობაში გადადის

18 ივლისი, 2018 , 17:40

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის 23 ივლისიდან ახალ შენობაში გადადის. ცენტრალური ოფისის ახალი მისამართი იქნება – თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150. მოგეხსენებათ, ნინო რამიშვილის N6–ში მდე

,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” `საქნახშირთან` დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18 ივლისი, 2018 , 17:40

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ინფორმაციით, იქამდე ვიდრე ხელისუფლებასთან დაიწყება მოლაპარაკებები, „საქნახშირის“ საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილა

ვაკეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესით, სარეაბილიტაციო პროექტები განხორციელდა

18 ივლისი, 2018 , 16:00

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის მიხედვით, ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. – ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერია ავრცელებს. ნუცუბიძის

თბილისის მერიის მხარდაჭერით საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

18 ივლისი, 2018 , 16:00

თბილისის მერიის მხარდაჭერით, საზაფხულო სკოლებში, ბანაკებსა და სალაშქრო ტურებში მონაწილეობის მიზნით, ახალგაზრდების რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა

დედაქალაქის მერია რამდენიმე გამზირისა და ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს

18 ივლისი, 2018 , 16:00

უახლოეს დღეებში, თბილისის მასშტაბით, მნიშვნელოვანი მაგისტრალების, გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მ

არ მოხდა აფეთქების ზონიდან ხალხის სათანადო მანძილზე გაყვანა - „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი

18 ივლისი, 2018 , 15:20

კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაში გარკვეული პირების შეცდომა იკვეთება. როგორც ჯაყელმა განაცხადა, შახტში აფეთქებისას ხალხი სათანადო მან