უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 ნოემბერი, 2017 15:00
font-size

დღეს რუსთავის მერიაში ახალი მერი ირაკლი ტაბაღუა ოფიციალურად წარადგინეს

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დღეიდან უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. ახალი მერის წარდგენის ოფიციალურ ნაწილამდე, რუსთავის ყოფილმა მერმა დავით ჯიქიამ რუსთავის ახალი მერი კაბინეტში შეაცილა და წარმატებები უსურვა.

ირაკლი ტაბაღუა თვითმმართველობის თანამშრომლებს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ მაჟორიტარ დეპუტატებთან, გიორგი ბეგაძესთან და პაატა მხეიძესთან ერთად წარუდგინა.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ რუსთავის ახალ მერს წარმატებები უსურვა და დავით ჯიქიას მადლობა გადაუხადა ქალაქში განხორცილებული პროექტებისთვის.

,,დღეიდან ბატონი ირაკლი ოფიციალურად შეუდგება რუსთავის მერის უფლებამოსილების განხორციელებას. ბატონი ირაკლის ბიოგრაფია და მისი გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსთავში ბევრი ახალი და საინტერესო პროექტი განხორციელდება. მინდა წარმატებები ვუსურვო მას და აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით ჯიქიას იმ შრომისთვის, რომელიც მან მერობის პერიოდში გასწია.“ - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.

მერის წარდგენის ოფიციალური ნაწილის შემდეგ, ახალმა მერმა თათბირი ჩაატარა, სადაც ძირითადად 2018 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებაზე იყო საუბარი.

,,კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო რუსთაველებს იმ ნდობისთვის, რომელიც მათ გამომიცხადეს. ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტული ქალაქის ბიუჯეტის სწორად დაგეგვაა, სწორედ ამ თემაზე მქონდა საუბარი თათბირზეც, რადგან 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების სწორ შერჩევაზეა დამოკიდებული ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობა ითხოვს ჩვენგან.“ - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ირაკლი ტაბაღუამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში რუსთაველი ამომრჩევლის ხმათა 53.05% პროცენტი მიიღო.

ახალი მერის უფლებამოსილება ძალაში გუშინ 12 ნოემბერს შევიდა.

სოზარ სუბარმა აჭარასა და გურიაში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა

18 თებერვალი, 2018 , 14:21

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარაში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ფინანსური მათემატიკის“ საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია გაუუქმდა

17 თებერვალი, 2018 , 16:35

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფინანსური მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციაზე

დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბათუმში კორპუსები შენდება

17 თებერვალი, 2018 , 15:55

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსის ს

ოზურგეთში ხანძრის შედეგად მარტოხელა პენსიონერის ბინა დაიწვა

17 თებერვალი, 2018 , 15:30

ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარის შედეგად საცხოვრებელი ბინა დაიწვა. ცეცხლი მარტოხელა პენსიონერის, დარიკო კვირჩილაძის ბინაში გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ცეცხლმ

კურორტ „გოდერძის“ გზაზე მეწყერის განვითარების საფრთხე კვლავ არსებობს

17 თებერვალი, 2018 , 15:30

კურორტ „გოდერძის“ მიმართულებით სატრანსპორტო გადაადგილება კვლავ შემოვლითი გზითაა შესაძლებელი. ხულოს მერის გოჩა მელაძემ თქმით, კურორტის მიმართულებით გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გაწმენდილია, თუმცა უსაფრთხოების მიზნ

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქარელის რაიონში ახალი სასათბურე მეურნეობა მოეწყო

17 თებერვალი, 2018 , 12:30

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, გიორგი ტალახაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში სასათბურე მეურნეობა მოაწყო. მეურნეობის მოსაწყობად სულ