უახლესი ამბები
- 05.03.2021 10:32საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- 05.03.2021 10:20ანონსი - 05.03.21
- 05.03.2021 10:20დღის კალენდარი - 5 მარტი
არქივი
პოლიტიკა


დღეს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით - ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შეხვდა.
“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან შეხვედრაზე მან და ლევან იოსელინმა პოლიტპატიმრების საკითხი "პრინციპულად დასვეს".
მისი თქმით, საარჩევნო საკითხებთან და ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” კვლავ თანახმაა, დათმობაზე წავიდეს, სხვა საკითხებზე კი იგივე პოზიცია აქვს.
"4 საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების თემა. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე ცნობილია, რომ “ქართული ოცნება” უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. დღეს აქ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით.
გაირკვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან და ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, როგორც წინა რაუნდებზე იყო, "ოცნება" მზად არის, სერიოზულ დათმობებზე წავიდეს. საარჩენო საკითხებთან დაკავშირებით არის პროგრესი, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს იგივე პოზიცია აქვს, რომ კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც თუ დაადასტურებს 1%-იან ცდომილებას, მზად არიან, რიგგარეშე დანიშნონ", - თქვა ელისაშვილმა.
ელისაშვილმა გუშინ, 21 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს და თანახმაა, ქართულ ოცნებას საჯაროდ შეხვდეს. ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში დღეს, 22 იანვარს მივიდნენ და არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ. ელისაშვილი ამტკიცებს, რომ შეხვედრა თალაკვაძემ შესთავაზა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
4 მარტი, 2021 , 20:16
არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
4 მარტი, 2021 , 19:17
პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
4 მარტი, 2021 , 19:00

ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
4 მარტი, 2021 , 18:25

მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე
4 მარტი, 2021 , 17:15

თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე
4 მარტი, 2021 , 16:55