უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
არქივი
მოზაიკა
დღეს საქართველოში ამინდის გაუარესებას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის ამინდის გაუარესებას ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +23, +28; მთაში +21, +26; მაღალ მთაში +18, +23 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ნავარაუდევია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +28, +33; მთაში +21, +26; მაღალ მთაში +15, +20 (ზოგან +24-მდე) გრადუსი.
თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ელჭექის დროს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +31 გრადუსი იქნება.