უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

18 ნოემბერი, 2017 09:00
font-size

დღეს საქართველოში მცირე ნალექს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +19, +24; მთაში +15, +20; მაღალ მთაში +12, +17 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა, მაღალ მთაში კი თოვა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +10, +15; მთაში +11, +16; მაღალ მთაში +2, +7 (ზოგან +12-მდე) გრადუსი.

თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +13 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა