უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 იანვარი, 2017 12:40
font-size

დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევის პირველი ტური გაიმართება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად დღეს, კანდიდატის შერჩევის პირველი ტური გაიმართება.

სხდომაში სულ 14 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. მათგან ტელეარხის სამეურვეო საბჭოს წევრებმა ის კანდიდატები უნდა შეარჩიონ, რომლებიც მეორე ტურში გადავლენ.

როგორც მედიასთან საუბარში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, სულხან სალაძემ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე კანდიდატების სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი არ არის.

მისივე თქმით, სხდომა არის საჯარო, მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. გარდა ამისა, სხდომის მსვლელობა მეორე არხის პირდაპირი ეთერითაც გადაიცემა.

„დღევანდელ სხდომაზე დარიგდება ბიულეტენები, სულ 14 კანდიდატია. საბჭოს წევრები გამოავლენენ იმ კანდიდატებს, რომლებიც გადავლენ მომდევნო სხდომაზე. ნებისმიერს აქვს უფლება დაესწროს ამ სხდომას. მეორე ტურში გადავა ყველა ის კანდიდატი, რომელიც საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობას მიიღებს“,-აღნიშნა სარალიძემ.

კონკურსის მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 4 და 5 იანვარს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად 14 კანდიდატი მონაწილეობს: რევაზ შალიბაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, გიორგი ქავთარაძე, ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, გურამ ფალავანდიშვილი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, დავით ცინცაძე, მანანა ღოღობერიძე, რამაზ სამხარაძე, თამაზ ბიბილური, ნათია კუპრაშვილი და მარგარიტა დოლიძე.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველად, 15-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, ერთი - ბაჩუკი ბახტაძე, მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მაშინდელმა დირექტორმა, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მსურველთა განცხადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდა, ხოლო კანონით დადგენილი სამი დღის გასვლის შემდეგ, სამეურვეო საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა.

კანონის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი, უკვე 7 იანვარს უნდა ჰყავდეს.

მონიკა დავლიანიძე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი