უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

18 ნოემბერი, 2017 15:55
font-size

დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „ტრავიატას“ პრემიერა გაიმართება

18 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატას“ პრემიერა გაიმართება. „ტრავიატას“ საპრემიერო სპექტაკლები ასევე შედგება 19, 23, 24 და 30 ნოემბერს.

პირველად თეატრის ისტორიაში, თბილისის ოპერის საპრემიერო სპექტაკლისთვის ევროპის ორ წამყვან თეატრში იმუშავეს: „ტრავიატას“ დეკორაციები რომის ნაციონალურ თეატრში, იტალიაში დამზადდა, ხოლო კოსტიუმები ესპანეთში, მადრიდის Teatro Real- ის და ბარსელონას Gran Teatro del Liceo-ს ბაზაზე შეიკერა სამკერვალოში - PERIS COSTUMES, მარია გონზაგას ხელმძღვანელობით. PERIS COSTUMES 1856 წელს დაარსებული უძველესი კომპანიაა, რომელიც ქმნის და აქირავებს ყველა პერიოდის კოსტიუმებს მსოფლიო კინოს, თეატრის, სარეკლამო ბიზნესისა და სატელევიზიო შოუებისათვის. მის კოლექციაში სხვადასხვა პერიოდის 2.5 მილიონი კოსტიუმი ინახება. PERIS COSTUMES-ის მიზანია გახდეს 21-ე საუკუნის კოსტიუმების N1 ინოვაციური სახლი.

სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი - ლორან გერბერი (შვეიცარია/იტალია), სცენოგრაფი - მასიმო ბელანდო რანდონე (იტალია), კოსტიუმების მხატვარი - ესტერ მარტინი (ესპანეთი), დამდგმელი ქორეოგრაფი - ნინო ანანიაშვილი.

„ტრავიატაში“ 18 ნოემბრის პრემიერაზე მთავარ პარტიებს შეასრულებენ: სალომე ჯიქია (ვიოლეტა ვალერი), ოთარ ჯორჯიკია (ალფრედო ჟერმონი), სულხან გველესიანი (ჯორჯო ჟერმონი), ასევე მონაწილეობენ: ნუცა ზაქაიძე (ფლორა ბერვუა), მანანა იორდანიშვილი (ანინა, ვიოლეტას მსახური), თამაზ საგინაძე (გასტონე, ვიკონტი დე ლეტორიერი), ირაკლი მუჯირი (ბარონი დუფოლი), გიორგი ჭელიძე (მარკიზი დ’ობინი), ლევან მაკარიძე (ექიმი გრანვილი), პაატა სუხიტაშვილი (ჯუზეპე, ვიოლეტას მსახური), თემურ ახობაძე (მოხელე), თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, გუნდი, საბალეტო დასი, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით.

19, 23, 24 და 30 ნოემბერს სპექტაკლში იმღერებს თბილისის ოპერის თეატრის სოლისტებისა და სტაჟიორების სხვადასხვა შემადგენლობა, რომელსაც სპეციალურად პრემიერისთვის იტალიიდან მოწვეული დირიჟორები - ვალტერ ატანაზი და ალბერტო ვერონეზი გაუძღვებიან.

მეცხრამეტე საუკუნის რომანტიკული პარიზი, გლამური და პროსტიტუცია, ჭლექი, სიყვარული, თავგანწირვა და სიკვდილი ვალსის რიტმში... „ტრავიატა“ თბილისის ოპერაში ბრუნდება!

ჯუზეპე ვერდიმ თავისი უკვდავი ოპერა ალექსანდრე დიუმა-შვილის რომანის მიხედვით „ქალი კამელიებით“ შექმნა. აღსანიშნავია, რომ "ტრავიატას" მოსმენის შემდეგ ალექსანდრე დიუმა-შვილმა თქვა: „ორმოცდაათი წლის შემდეგ არავის ემახსოვრება ჩემი „ქალი კამელიებით", ვერდიმ კი ის უკვდავყო".

„ტრავიატას" პრემიერა 1853 წლის 6 მარტს ვენეციის "ლა ფენიჩეში" შედგა. თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე კი „ტრავიატას“ პრემიერა 1859 წლის 30 ნოემბერს გაიმართა.

საკვანძო სიტყვები:

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი