უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 მაისი, 2018 08:23
font-size

დღეს, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისს დაგეგმილ აქციებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით, დილის 08:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება პავლე ინგოროყვას და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩებზე.

უწყების ცნობით, დღის განმავლობაში, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება შემდეგ ქუჩებსა და მოედნებზე: ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე; ასევე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების მოედანზე, ოპერის, პარლამენტის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე.

„დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 13:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება: კოსტავას ქუჩაზე – მეტროსადგურ “რუსთაველამდე”, ვარდების მოედანზე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, გალაქტიონის ხიდის მარჯვენა პანდუსზე, რუსთაველის გამზირზე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ამსვლელ ყველა ქუჩაზე, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ჩამომსვლელ ყველა ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩებზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსებზე, ავლაბრის მოედანსა და მესხიშვილის ქუჩაზე.

17 მაისს, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქების მსურველ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს მოვუწოდებთ, რომ თან იქონიონ თავისი მედიასაშუალების წარმომადგენლობითი ბარათები (ე.წ. „პრესკარტა“). წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან იმ ტერიტორიებზე, სადაც მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდული იქნება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასასვლელად, მედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან არსებული კიბის საშუალებით“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სატრანსპორტო შეღავათები შესაძლოა, მიკროავტობუსებზეც გავრცელდეს

22 მაისი, 2018 , 17:30

მეტროსა და ავტობუსებში არსებული სატრანსპორტო შეღავათები შესაძლოა, მიკროავტობუსების მგზავრებზეც გავრცელდეს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტზე მომუშავე კო

პროკფავშირების ინიციატივით გაფიცულებს და დამსაქმებლებს შორის მოლაპარება შედგა

22 მაისი, 2018 , 17:20

კომპანია ,,სინო-ჰიდროსა“ და საგზაო მაგისტრალის, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის გაფიცულ მუშებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. შეხვედრა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით თბილისში შე

ძიუდოისტები აქციას ხვალაც გამართავენ

22 მაისი, 2018 , 17:20

ძიუდოისტთა ნაწილი ძიუდოს ფედერაციასთან საპროტესტო აქციას ხვალ, 11 საათზე გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპოტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა განუცხადა. „იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე არ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა იწყება

22 მაისი, 2018 , 17:20

22 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული მემორანდ

BASSIANI-ის დასაბრუნებლად ვიკრიბებით იქ, სადაც დაიწყო ჩვენი იდეა - ევროპის მოედანზე - კლუბი ,,ბასიანი“ განცხადევას ავრცელებს

22 მაისი, 2018 , 17:05

კლუბ ,,ბასიანის“ გახსნის გადაწყვეტილება გამოძიებას ჯერაც არ მიუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბასიანის“ ფეისბუქ-გვერდზე განცხადება გავრცელდა: ,,ჩვენთვის საამაყო თბილისის საკლუბო სცენა საფრთხეშია, BASSIANI /

„კაფე გალერი“ და „ბლოუ ბარი“ გახსნილია

22 მაისი, 2018 , 16:30

სპეცოპერაციიდან 10 დღის შემდეგ სამართალდამცველებმა დალუქული ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ დროისთვის გახსნილია „კაფე გალერი“ და „ბლოუ ბარი“. ღამის კლუბ "გალერის" დამფუძნებელი ტერ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე