უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 დეკემბერი, 2016 09:00
font-size

დღეს თბილისში ისრაელური ინვესტიციით აშენებული მაღალტექნოლოგიური ობიექტი გაიხსნება

თბილისში ისრაელის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დღეს, 23 დეკემბერს, 13.30 საათზე გაიმართება ისრაელური ინვესტიციით აშენებული მაღალტექნოლოგიური ობიექტის გახსნის ცერემონია.

ღონისძიებას დაესწრებიან ისრაელის ქნესეთის (პარლამენტის) ვიცე-სპიკერები - ხილიკ ბარ და ტალი პლოსკოვ, ქნესეთში მმართველი კოალიციის ლიდერი დავიდ ბიტან, პარლამენტარები, ისრაელელი ბიზნესმენები, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.

ღონისძიებას გაუძღვება ისრაელის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზატორი, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე, რომელიც 2017 წელს ისრაელური ინვესტიციით მრავალმილიონიანი ახალი პროექტის დაწყების შესახებაც ისაუბრებს.

სს „თბილისი ლანდრი სერვის“ (TLS) თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და პროფესიონალებით დაკომპლექტებული სამრეცხაოა, რომელიც სასტუმროებს სთავაზობს 20-წლიან ევროპულ გამოცდილებას და ზრუნავს მათი ბიზნესის განვითარებაზე. სამრეცხაო აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით და ინოვაციური ჩიპებით აღრიცხვის სისტემით.

ამ სამრეცხაოს კონკურენტებისაგან მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კი ისაა, რომ ის უზრუნველყოფს შემდეგი სახის სერვისს: სასტუმროებისთვის საკუთარი თანხით ყიდულობს თეთრეულს, პირსახოცებს და ა.შ. კლიენტი კი იხდის მხოლოდ რეცხვის ღირებულებას.

TLS მოემსახურება მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროებს.

პროექტის ამჟამინდელი ღირებულებაა 3 მლნ დოლარი. ობიექტი გლდანში მდებარეობს (ქერჩის ქ. #12, პოლიციის აკადემიის ჩასახვევი).

მაღალტექნოლოგიური საწარმოს მფლობელები არიან ამერიკელი ებრაელები, რომლებმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელება 2015 წელს იერუსალიმში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებითა და თბილისის მერის, დავით ნარმანიას მონაწილეობით გამართული ბიზნეს ფორუმის შემდეგ დაიწყეს. ამჟამად დასრულების სტადიაზე სასტუმროს მშენებლობა მთაწმინდაზე, ხოლო ჯგუფი 2018 წლამდე საქართველოში 40 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის ჩადებას აპირებს.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც, მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა, ისრაელიდან ინვესტიციები არ შეწყვეტილა, ტურისტული ნაკადი კი რამდენჯერმე გაიზარდა. ეს შესაძლებელი გახდა ბიზნეს-პალატის მიერ ისრაელის ბიზნესწრეებთან აქტიური მუშაობით, საქართველოს პოტენციალის ისრაელში პოპულარიზაციითა და საქართველოში ისრაელური ინვესტიციით მიმდინარე პროექტების მხარდაჭერით. გაისად, საქართველოში ისრაელის საელჩოსთან, კერძოდ კი, ელჩ შაბთაი ცურთან ერთად, კიდევ უფრო გაძლიერდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობა.

ცნობისთვის: ისრაელის დელეგაცია ქნესეთის ვიცე-სპიკერების, წევრების, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და ბიზნესმენების შემადგენლობით თბილისს 23 დეკემბერს, გამთენიისას ეწვევა. ვიზიტის ორგანიზატორები არიან საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და „ისრაელის სახლი“. დელეგაცია 24-25 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს თბილისში, ოპერის სახელმწიფო თეატრსა და სასტუმრო „ბილტმორში“ დაგეგმილ, ისრაელისადმი საერთაშორისო დიპლომატიური მხარდაჭერის კონფერენციაში, რომელიც „ისრაელის სახლის“ თაოსნობით გაიმართება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა - საქსტატი

15 ნოემბერი, 2018 , 15:15

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ამ პერიოდში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელ

ვაშინგტონში ქართული მეღვინეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენცია აშშ-ს სტრატეგიის

ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ნოემბერი, 2018 , 13:20

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი (365.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (14.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ნოემბერი, 2018 , 09:00

14 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7045 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7155 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.10 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

14 ნოემბერი, 2018 , 17:25

14 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7045 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7155 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0,011 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`