უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
არქივი
პოლიტიკა
16 ივლისი, 2018 10:40
დღეს თბილისში იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა ჩამოფრინდება
დღეს საქართველოში იტალიის პრეზიდენტ სერჯიო მატარელას ელოდებიან, რომელიც თბილისში რამდენიმე საათში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოფრინდება.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრა. გაიმართება იტალიისა და საქართველოს დელეგაციების გაფართოებული შეხვედრაც.
საქართველოში ვიზიტის დროს დაგეგმილია სერჯიო მატარელას აუდიენცია საქართველოს პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პატრიარქთან.
საპატიო სტუმარი საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმსაც დაესწრება.