უკან

საზოგადოება

1 ივნისი, 2020 17:10
font-size

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა - კათოლიკოს პატრიარქი

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

ილია მეორემ მრევლს წმინდა ნინოს დღესასწაული მიულოცა.

"დღეს, წირვის დროს, ისეთი მძიმე იყო ლოცვა, მძიმე კი არა, რთული, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა. დიდება და მადლობა უფალს, რომ მშვიდობით დამთავრდა წირვა.

წმინდა ნინო არის მოციქულების ლოცვის გამგრძელებლი. წმინდა ნინო არის საოცარი სასწაულთმოქმედი. ჩვენ ყველაფერს გვიკეთებს წმინდა ნინო და ჩვენ ვმადლობთ მას.
წმინდა ნინოს დღესასწაული ორჯერაა წელიწადში, ერთი – ზამთარში და ერთი – ზაფხულში.
„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. დღეს მთელ საქართველოში აღავლენენ ლოცვებს წმინდა ნინოზე, ჯგუფი წამოვიდა წმინდა ნინოს გზაზე, ღმერთმა მშვიდობით მოიყვანოს. წმინდა ნინო განსაკუთრებით მფარველია.

მინდა, გაგახსენოთ შემთხვევა, რომელიც ჩვენს ოჯახში მოხდა. უფროსი ძმა თეიმურაზი იყო ავადმყოფი და იწვა. ოთახში მეტი არავინ არ იყო. ჩემი ძმა იყო მწოლიარე და მე ვიყავი და თეიმურაზი მეუბნება მე: ირაკლი! რა მეთქი? შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო; ვინა მეთქი? და წმინდა ნინოო. წმინდა ნინო მოვიდა ჩვენთანო.

წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია. მინდა, გიამბოთ ის შემთხვევა, რომელიც ჩვენს ოჯახში მოხდა. უფროსი ძმა თეიმურაზი ავად იყო, სარეცელზე იწვა, ოთახში მეტი არავინ იყო – ჩემი ძმა იწვა და მე ვიყავი. თეიმურაზი მეუბნება: „ირაკლი“. „რა-მეთქი?!“ – „შეხედე, ვინ მოვიდა ჩვენთან!“ – „ვინ-მეთქი?!“ და მპასუხობს: „წმინდა ნინო მოვიდა ჩვენთანო“. ასე რომ, წმინდა ნინო მე მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს.

შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა.

სხვა მრავალი შემთხვევაც იყო, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა. და აი, დღეს, როცა ასეთი რთული პირობებია, როცა უჭირს ხალხს, სულიერად უჭირს, სთხოვეთ წმინდა ნინოს: „წმინდაო მოციქულთა სწორო, დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!“

ჩვენთან არს ღმერთი! წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს, ამინ!", - ბრძანა ილია მეორემ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი