უკან
მოზაიკა
22 ივლისი, 2017 09:00
დღეს ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
სინოპტიკოსები დღეისთვის საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +30, +35; მთაში +30, +35; მაღალ მთაში +7 +32 გრადუსი.
ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +32, +37; მთაში +30, +35; მაღალ მთაში +20, +25 (ზ0გან 31-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტეპერატურა კი დედაქალაქში +36 გრადუსს მიაღწევს.
ნინო ექვთიმიშვილი