უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მარტი, 2017 16:55
font-size

დღეს ვაპროტესტებთ ნარკოპოლიტიკას და გვერდში ვუდგავართ ჩემს მეგობარს - ანა მარგველაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია - ”არა ჩადებას” დასრულებულია. აქციის ერთ-ერთი მონაწილე პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი იყო.

მარგველაშვილის თქმით, მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი უკანონოდ დააკავეს.

,,დღეს ვაპროტესტებთ ნარკოპოლიტიკას და გვერდში ვუდგავართ ჩემს მეგობარს, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. ის უკანონო პატიმრობაშია. ვაპირებ, რომ ბოლომდე დავუდგე მას გვერდში და ყველა ადამიანს ვუცხადებ სოლიდარობას, ვისაც ასეთი პრობლემა აქვს,” - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

თავის მხრივ, როგორც მიხეილ თათარიშვილის მამამ თქვა, მისი შვილის წინააღმდეგ შსს, პროკურატურა და სასამართლო ორკესტირირებულად მოქმედებენ.

"უთხრეს მეორე დღეს, რომ ეს წამლები მას ეკუთვნოდა. არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს"- აღნიშნა ლადო თათარიშვილმა.

აქციაზე იმყოფებოდა ,,ქრონიკა პლუსის’’ რედაქტორი ელისო კილაძეც, რომელიც ვაჟის, დავით ხარშილაძის დაკავებას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ შვილის საქმეზე აპირებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართოს.

”სპეცოპერაცია ჩემი შვილის წინააღმდეგ ჩაატარა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა. ამ სპეცოპერაციას არაოფიციალურად ხელმძღვანელობდა სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი. პოლიციელი, რომელმაც თითქოსდა ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, არის ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის სიძე. ეს იყო ჩვეულებრივი არაფორმალური მმართველის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი ჟურნალისტული საქმიანობის ლიკვიდაციას. ეს არ გამოვა. ეს ძალადობრივი მანქანა აუცილებლად შეჩერდება. ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია და სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება” - განაცხადა ელისო კილაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი – ლაშა ხუციშვილი

22 თებერვალი, 2020 , 18:52

“ბოლო დღეებია (ერთი შეხედვით საეჭვო წყაროებიდან) სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის ამავე წყაროების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია და თემის არასრული გაშუქება, რაც

ვის შესახვედრად გაემგზავრა მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში

22 თებერვალი, 2020 , 17:15

გუშინ საღამოს მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში გაემგზავრა. ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილის მეუღლემ მედიკო მარგოშვილმა დაუდასტურა. კითხვაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან,

სიგარეტი 15 ლარამდე გაძვირდება - „უნდათ ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში?”

22 თებერვალი, 2020 , 17:15

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია რას ემსახურება ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადება, რომ სიგარეტი საქართველოში 15 ლარამდე გაიზრდება. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ მსგავსი გადაწყვეტილებები „ქართული

ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა - სალომე ზურაბიშვილი

22 თებერვალი, 2020 , 16:50

ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორწლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ორი წლ

ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემაა - ამირან გამყრელიძე

22 თებერვალი, 2020 , 16:50

კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებ

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის სამ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22 თებერვალი, 2020 , 16:30

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის სამ მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პაციენტების შემდგომი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`