კომენტარი


დღესაც არ არის გვიანი, პრეზიდენტი ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში - არჩილ თალაკვაძე
საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრებს და პროცესს მხოლოდ და მხოლოდ ადგილი აქვს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
აღნიშნული განცხადებით თალაკვაძე დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის წევრების მიწვევის საკითხს გამოეხმაურა.
,,ამ თემასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამუშაო პროცესი ვიდრე პროექტი მომზადდება მხოლოდ საკონსტიტუციო კომისიის შიგნით განიხილება და გადავა საჯარო განხილვების ეტაპზე. საჯარო განხილვების ეტაპზე უკვე მზად ვართ ნებიმიერ დაინტერესებულ მხარესთან ვიყოთ დიალოგის და განხილვის ფორმატში და ეს მოხდება უკვე აპრილის თვიდან.
პრეზიდენტს თავიდანვე საკონსტიტუციო კომისიის ეგიდით ჰქონდა შეთავაზება და მოწვევა, რომ ჩართულიყო ამ კომისიის მუშაობაში, მაგრამ უარი განაცხადა. დღესაც არ არის გვიანი, თუ სურვილი არსებობს, შეუძლია ჩაერთოს კომისიის საქმიანობაში “, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია, წვლილი შეიტანოს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში - ნათია თურნავა
12 აპრილი, 2021 , 17:15

მგონია ვიღაც არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს - კვირიკაშვილი მუხთარლიზე
9 აპრილი, 2021 , 14:15

ნიკანორ მელიას პატიმრობა თავად ნიკანორ მელიას თვითმიზანია - ამირან გულუაშვილი
8 აპრილი, 2021 , 11:35

რეიტინგების ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია - დავით სერგეენკო
7 აპრილი, 2021 , 12:30

არ შეიძლება ჩვენ ხალხს ასეთი ბრიყვი ადამიანი, წარმოუდგენელი არარაობა ჰყავდეს კონსტიტუციით პირველ პირად – ლევან ბერძენიშვილი
5 აპრილი, 2021 , 16:00

ის მიზეზი, რაც იწვევდა `ნამახვანი ჰესის` უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს, მოხსნილია - კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას - ნათია თურნავა
4 აპრილი, 2021 , 17:25