უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ოქტომბერი, 2020 16:30
font-size

„ევროპული საქართველო` ხვალ დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქცია-მსვლელობას აუქმებს

„ევროპული საქართველო" ხვალ დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქცია-მსვლელობას, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების პრევენციის გამო, აუქმებს.

როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად დაგეგმილი აქცია-მსვლელობის გაუქმებისა, „ევროპული საქართველოს" საარჩევნო კამპანია ჩვეულებრივი რეჟიმში გაგრძელდება.

„ყველა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას და ვხედავთ, რომ ვითარება ყოველდღურად უფრო მძიმე ხდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დახარჯა კორონავირუსთან ბრძოლის ყველა ეფექტური საშუალება, ქვეყნისა და ეკონომიკის სრული ჩაკეტვა, იზოლირება და კარანტინი გაზაფხულზე, მაშინ, როცა დღეში იყო 25-30 შემთხვევა და დღეს, როცა დადგა მეორე ტალღა და დღეში გვაქვს 800-900 შემთხვევა, ქვეყანა პრაქტიკულად მოუმზადებელია და ყველა ვხვდებით მეორე ტალღას უფრო გაღარიბებული მოსახლეობით, უკვე გაჩერებული ეკონომიკითა და მოუმზადებელი ჯანდაცვით. ასეთ პირობებში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება თოთოეულ ჩვენგანს, რომ გავუფრთხილდეთ მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

„ევროპულ საქართველოს" ხვალ დაგეგმილი ჰქონდა მრავალათასიანი აქცია თბილისში, რომელიც უნდა დასრულებულიყო პროტესტის მარშით და მარში დასრულდებოდა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს აქცია აღარ შედგეს და ამით შევიტანოთ ჩვენი წვლილი მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვაში", - განაცხადა ბაქრაძემ.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი