უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
დღეს ქართველი 17-წლამდელი ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გადამწყვეტ მატჩს ჩაატარებენ 10.05.2012 19:07

დღეს საქართველის 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გადამწყვეტ მატჩში ისლანდიის ნაკრებს ეთამაშება. ვასილ მაისურაძის გუნდი მოგების შემთხვევაში ნახევარფინალში გასვლის შანსს შეინარჩუნებს.

საქართველო დიდიწილად დამოკიდებულია ჯგუფის მეორე თამაშშზე, სადაც გერმანია და საფრანგეთი ხვდებიან. გერმანიამ მანამდე საქართველოსაც და ისლანდიასაც იდენტური ანგარიშით, 1:0 მოუგო და წინასწარ დაიბევა ნახევარფინალი, ხოლო საფრანგეთმა ორივე შეხვედრა ფრედ დაასრულა.
თუ საფრანგეთი გერმანიასთან ქულებს დაარგავს - ფრედ ითამაშებს ან წააგებს, მაშინ ნახევარფინალის მეორე საგზური საქართველოსა და ისლანდიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, ამდენად სავარაუდოდ, ისლანდიაც ძალზე მოტივირებული ითამაშებს.

„ისლანდია ხელწამოსაკრავი გუნდი არავის. რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების ძალიან მჯერა. იმედი მაქვს, რომ მეტოქეს დავამარცხებთ და ნახევარფინალში გავალთ. ცუდი მხოლოდ ის გახლავთ, რომ მაინც გერმანია-საფრანგეთის თამაშზე ვართ დამოკიდებული”, - აცხადებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ნიკა ჭანტურია.

შეხვედრა გაიმართება ქალაქ დომჟალეში თბილისის დროით 21:30 საათზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.