უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
პოლიტიკა
24 მაისი, 2016 09:00
დღეს ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების დასკვნითი საჩვენებელი სწავლება გაიმართება
დღეს, 08:00 საათზე, ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში დასკვნითი საჩვენებელი სწავლება გაიმართება. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები ერთობლივ ოპერაციას - ობიექტზე შეტევის ამოცანას შეასრულებენ. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ქართული და ამერიკული ჯავშანტექნიკა, ავიაცია და არტილერია.
დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ და სხვა მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან.