უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 სექტემბერი, 2018 17:35
font-size

დღევანდელ საკანონმდებლო ვაკუუმში მარიხუანას მოხმარების მაქსიმალური გამკაცრება გვჭირდება - მარიამ ჯაში

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში საქართველოში კანაფის პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტზე გატანის წინააღმდეგია.

როგორც მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მარიხუანას მოხმარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას მხარს უჭერს, თუმცა კანაფის წარმოებასა და ექსპორტში გარკვეულ რისკებს ხედავს.

დეპუტატის თქმით, რისკების გათვალისწინებით, ინიციატივის მხარდაჭერისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის პირველ ნაწილს ვეთანხმები, რადგან დღევანდელ საკანონმდებლო ვაკუუმში მარიხუანას მოხმარების მაქსიმალური გამკაცრება გვჭირდება, როგორც ასაკობრივი შეზღუდვით, ასევე საჯარო სივრცეებთან მიმართებით.

რაც შეეხება კანაფის წარმოებასა და ექსპორტს, ჩვენი რეალობის მქონე ქვეყანაში, განსაკუთრებით ოკუპაციის რეჟიმში, გარკვეულ რისკებს ვხედავ, რასაც დამატებითი კონსულტაციები და განხილვა სჭირდება. ამ რისკების გათვალისწინებით, ინიციატივის მხარდაჭერისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. საზოგადოების კრიტიკული შეფასება გამოწვეული მოულოდნელობისგან იყო, რადგან კანაფის წარმოებასა და ექსპორტზე საუბარი კითხვებს იწვევს. ამაში დარგის სპეციალისტები გარკვეულ რისკებს ხედავენ, რასაც დეტალური განხილვა სჭირდება“, – აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, რისკი შეიძლება იყოს როგორც შიდა ბაზარზე არარეგალური ბრუნვის, ასევე ოკუპაციის რეჟიმში ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის კონტროლის.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციას ვერ ვაკონტროლებთ. შესაბამისად, რისკია, ამან დამატებითი კითხვები არ შექმნას. იმ ქვეყნებში, სადაც კანაფის წარმოება სამედიცინო და კვლევითი მიზნებით ხდება, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ნახევარი პროცენტიდან ერთ პროცენტამდე იზრდება. ეს ეკონომიკური თვალსაზრისით უსაფუძვლო არგუმენტი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითადი არგუმენტი ეკონომიკური საკითხია.

ჯანდაცვისა და ეკონომიკის გუნდებთან კონსულტაციები იქნება საჭირო, რადგან შეიძლება კონფლიქტი მივიღოთ. კერძოდ, თუ სამედიცინო თვალსაზრისით კანაფის მწარმოებელი ქვეყანა ვიქნებით, მაშინ ჩვენი მოქალაქეებისთვის რატომ უნდა გვქონდეს ჩაკეტილი ალტერნატიული თერაპია, იგივე ონკოლოგიური პაციენტებისთვის მარიხუანას მოხმარების შესაძლებლობა“, – განაცხადა ჯაშმა.

მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შსს-მ წარადგინა, გუშინ მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

საკვანძო სიტყვები:

“თქვენ ამ პარლამენტში ხართ ბიძინა ივანიშვილის გოშიები`- სალომე სამადაშვილი უმრავლესობას

12 ნოემბერი, 2019 , 15:35

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს მიმართა და "ქართულ ოცნება" "ბიძინა ივანიშვილის გოშიებად" მოიხსენია. "თქვენ და რუსეთი ხართ ერთი, ბიძინა ივანიშ

წყალტუბოს პროექტი ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ 20 -მდე სანატორიუმის მისაკუთრებას, მის დაკონსერვებას - რომან გოცირიძე

11 ნოემბერი, 2019 , 15:50

"წყალტუბოს პროექტი ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ 20 -მდე სანატორიუმის მისაკუთრებას, მის დაკონსერვებას ზუსტად ისევე, როგორც 10 წელია უპატრონოდ აგდია "ლაგუნა ვერე" თბილისის ცენტრში, 15 წელი უპატრონოდაა უზარმაზარი ტერიტორ

“თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან” - რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა

8 ნოემბერი, 2019 , 15:15

თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან, - ამ წარწერიანი შეკვეთით, დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მან ვერ იპოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

წმინდა ბნელეთია - ლაშა ბაქრაძე

8 ნოემბერი, 2019 , 13:55

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე, რელიგიის და ეროვნულობის სახელით ფილმის წინააღმდეგ გალაშქრებას "წმინდა ბნელეთს" უწოდებს. განცხადება ბაქრაძემ დღეს ფილმის - "და ჩვე

„საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ თქვენ?!`- რომან გოცირიძე მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლას ია კერზაიას საქმეს უკავშირებს

7 ნოემბერი, 2019 , 16:00

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე  რომან გოცირიძე მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლას ია კერზაიას საქმეს უკავშირებს. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, მინისტ

მომავალი მინისტრიც ასე გაუგებრად შემოვა სცენაზე და მერე გაუგებრადვე გავა, სისტემა კი იგივე დარჩება - ანა ნაცვლიშვილი

7 ნოემბერი, 2019 , 14:10

წავიდა და არავინ თვლის საზოგადოებას იმის ღირსად, რომ მიზეზი აუხსნან. მომავალი მინისტრიც ასე გაუგებრად შემოვა სცენაზე და მერე გაუგებრადვე გავა. სისტემა კი იგივე დარჩება - ჩავარდნებითა და ამ ჩავარდნების ასობით მსხვერპლით ს