უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 თებერვალი, 2017 15:20
font-size

დღევანდელი დღე არის შეხსენება იმისა, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას დღესაც სჭირდება დაცვა - გიგი უგულავა

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, დღევანდელი დღე არის შეხსენება მთელი საზოგადოებისთვის, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას დღესაც სჭირდება დაცვა.

ამის შესახებ უგულავამ კოჯორში მედიას განუცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალს პატივი მიაგო.

“საუკუნის დასაწყისში საერთაშორისო სისტემა არ იყო ისეთი ძლიერი, რომ საბჭოთა რუსეთის პირისპირ დარჩენილ საქართველოს გაეძლო და დაეცვა დამოუკიდებლობა. დღეს ჩვენ ვართ საერთაშორისო სისტემის ნაწილი და ამ საერთაშორისო უსაფრთხოების გამო ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი დამოუკიდებლობა დავიცვათ და განვავითაროთ“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ევროკავშირის და მისი ყველა წევრი სახელმწიფოს ინტერესი არის არა ის, თუ ვინ მოვა სათავეში, არამედ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები - კარლ ჰარცელი

26 სექტემბერი, 2020 , 15:50

ევროკავშირის ინტერესია არა ის, ვინ მოვა ქვეყნის სათავეში, არამედ როგორ ჩატარდება არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ჰარცელის თქმით, ევროკავში

“გირჩსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს - თინა ბოკუჩავა

26 სექტემბერი, 2020 , 15:05

შეიძლება იყოს მწვავე ეთერები, მწვავე დისკუსია, მწვავე მსჯელობა, რადგან ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება და ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ

ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს - სალომე სამადაშვილი

26 სექტემბერი, 2020 , 12:05

ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. ამასთან, კითხვას – შესაძლ

ალიევის ხელისუფლებამ ივანიშვილის პარტიასთან სრული შეთანხმებით მიიტაცა დავით გარეჯი - შალვა ნათელაშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 18:24

“მოვუწოდებ ალიევის ხელისუფლებას, გონს მოეგოს. ნუ იფიქრებს, რომ ივანიშვილის მაფიოზური ბიზნესგამყიდველური რეჟიმია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობათა მომავალი,” – ამის შესახებ განცხადება, „ლეი

ოპოზიციას ვურჩევდი, თავი დაანებოს ჭორაობას და უსაფუძვლო ბრალდებებს - რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 17:05

ოპოზიციას ვურჩევდი, რომ თავი დაანებოს ჭორაობას და უსაფუძვლო ბრალდებებს, თორემ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბრალდებებს ძ

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან - ხვიჩა მღებრიშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 16:30

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან, - ამის შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ცხინვალში პატიმრობაში ყოფნისას კარგად ექცეოდნენ. „არცევში მივდიო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე