უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
არქივი
სამართალი
დღევანდელი გადაწყვეტილება ნაღდად ადასტურებს პროკურატურის უსუსურობას, რომ სასამართლოს გამოუძიებელი საქმე გადაეცა - ზაზა სარალიძის ადვოკატი
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველის ნესტან ლონდარიძის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი უარყოფს პროკურატურის ვერსიას ორი ბრალდებულისა და ორი დანის მონაწილეობის შესახებ.
ლონდარიძის თქმით, განაჩენი ავლენს იმას, რომ საქმე გამოუძიებელია.
„დღევანდელი გადაწყვეტილება ნაღდად ადასტურებს პროკურატურის უსუსურობას, იმას, რომ გამოუძიებელი საქმე გადაეცა სასამართლოს განსახილველად. ამასთანავე ესაა სამართლებრივი დადასტურება ჩვენ მიერ დაფიქსირებული პოზიციისა, რომ საქმეში არაერთი პირი მონაწილეობდა, მაშინ, როდესაც არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ორ დანაზე მეტ იარაღს აფიქსირებს“, - განაცხადა ლონდარიძემ ტვ პირველის ეთერში.
ადვოკატმა პროკურატურისგან მოითხოვა, გამოავლინოს მკვლელობის სხვა მონაწილეები.
„მე მაინტერესებს, რა პასუხს გაგვცემს პროკურატურა. ჩვენ ვსვამთ კითხვას, ვინ მიიღო კიდევ მონაწილეობა საქმეში, რატომ დამალეს და როდის იქნებიან ისინი პასუხისგებაში მიცემული“, -დასძინა ლონდარიძემ.
თბილისში საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, დაუდგენელია, ვინ მოკლა სარალიძე.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.
გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.