უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 ივნისი, 2018 15:15
font-size

დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია - ცოტნე ყავლაშვილი

დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 6 თვის მდგომარეობთ ჩვენ გავალთ შარშანდელ წლიურ მაჩვენებელზე, რაც მნიშვნელოვანი პოზიტიური სტიმულია ბიზნეს სექტორისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა ნაერთ ბიუჯეტში დაფიქსირებული საგადასახადო შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლების შეფასებისას.

როგორც მან განმარტა, 15 ივნისს, იყო საგადასახადო შემოსავლების სავადო თარიღი და ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 232.6 მლნ ლარის ოდენობის საგადასახადო შემოსავლები.

„ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ერთ დღეში ბიუჯეტში შემოსულ თანხებს შორის. ზოგადად, ივნისის თვეზეც გავამახვილებ ყურადღებას, რადგან გვაქვს ძალიან პოზიტიური ტრენდი საგადასახადო შემოსავლების კუთხით. ჩვენ უკვე მობილიზებული გვაქვს 608 მლნ ლარი, რაც პრაქტიკულად 25%-იან ზრდას აჩვენებს ამ ეტაპისთვის. ივნისში ველოდებით საგადასახადო შემოსავლებს მილიარდი ლარის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო გაზრდის და გააუმჯობესებს იმ პოზიტიურ მაჩვენებელბს, რაც გვქონდა 5 თვის მდგომარეობით. მოგეხსენებათ, 5 თვის მდგომარეობით, გვქონდა 130 მლნ ლარზე მეტი გადაჭარბება. გარდა ამისა, ჩვენ 195 მლნ ლარი გვქონდა მიმართული დაბრუნების ქვეანგარიშზე დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში,“ - აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.

მისი თქმით, საგადასახადო მაჩვენებლების მაღალი შესრულება არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის და იმ რეფორმების პაკეტის შედეგი, რაც ბოლო პერიოდში იქნა განხორციელებული. „ვგულისხმობ როგორც საგადასახადო, ისე ხარჯვით პოლიტიკას და ზოგადად, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს სტრუქტურული რეფორმების სახით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი