უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 სექტემბერი, 2017 13:20
font-size

დღის ბოლომდე ალბათ ართანასთან მოხდება ცეცხლის ლოკალიზება - კახეთის გუბერნატორი

კახეთის გუბერნატორისა და საგანგებო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სოფელ ართანასთან, კოხტას მთის ფერდობზე მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში პროგრესი შეინიშნება. მისი ვარაუდით, ცეცხლის ლოკალიზება დღის ბოლომდე მოხდება.

„ართანაში დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალაა მობილიზებული. დილით, ალპურ ზონაში გადასხმული დესანტის შედეგად საქმემ წინ წაიწია. ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აქ არ არსებობს. აქტიურად მუშაობს ავიაცია. დღის ბოლომდე ალბათ ართანასთან მოხდება ცეცხლის ლოკალიზება, თუმცა ოპერაცია გაგრძელდება, რადგან ყველა მცირე წერტილიც კი მოითხოვს დამუშავებას. ამ ეტაპზე ყველაფერი კონტროლირებადია“, - უთხრა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს.

კახეთის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ სამუშაოების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორია ადგილის რთული რელიეფი.

რაც შეეხება თუშეთს, ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ მეხანძრე-მაშველები უშუალოდ ცეცხლის კერასთან არიან მობილიზებული.

„პროგრესი ნამდვილად არის. თუშეთის მიმართულებით სალიკვიდაციო სამუშაოები დიდი წარმატებით მიმდინარეობს. დილით ჩავიტანეთ წყლის ავზი უშუალოდ ცეცხლის არეალში, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში. ახლა მაშველები უშუალოდ ცეცხლის გამომწვევ კერასთან არიან მობილიზებულები და ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ართანა-ფშაველის ტყეში ცეცხლს უკვე მესამე დღეა ებრძვიან. სამუშაოები ერთდროულად სამ ლოკაციაზე - მთა-თუშეთში, შილდასა და უშუალოდ სოფელ ართანადან 12 კილომეტრში, კოხტას მთის ფერდობზე მიმდინარეობს.

თელავში გახსნილ საგანგებო შტაბში ამ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ელოდებიან.

ანა მებურიშვილი

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე - გიორგი გახარია

4 ივნისი, 2020 , 19:49

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს  გლობალური ვაქცინაციის სამიტზე, რომელსაც დღეს გაერთიანებული სამეფო მასპინძლობდა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9841 ლარი გახდა

4 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9841 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0416 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკის ქმედებები ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის გააზრებული და პროფესიონალური იქნება - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის ქმედებები იქნება ყოველთვის გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და არსებული სიტუაციის შესაბამისი, ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ პროფესიონალური და საშუალო და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი, – ამი

22 მაისამდე ქვეყანაში მოძიებულია 3 500-მდე კონტაქტი, იდენტიფიცირებულია დაახლოებით 15 კლასტერი - მთავრობის ანგარიში

4 ივნისი, 2020 , 17:30

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 მაისის მდგომარეობით, 3 500-მდე კონტაქტის მოძიება განხორციელდა. მათივე ცნობით,

ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

4 ივნისი, 2020 , 17:30

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილების შეზღუდვა 11 ივნისამდე იმოქმედებს - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების მიზეზებს ასახელებს

4 ივნისი, 2020 , 17:30

COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!