უახლესი ამბები
- 27.01.2021 23:22სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
- 27.01.2021 23:07შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან - დეკანოზი თადეოზ სარალიძე
- 27.01.2021 22:01მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზე იმყოფება საქართველოს საელჩოსთან და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია ამ თემაზე წარმოადგენს სპეკულაციას - იტალიაში საქართველოს ელჩი
- 27.01.2021 21:52მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე და უშველეთ ხალხს! - მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
- 27.01.2021 20:33„თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა
- 27.01.2021 20:10ნატო ჩხეიძე: ნეტავ დივერსიული ჯგუფია თუ ჯანსაღი?..
- 27.01.2021 19:45ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
- 27.01.2021 17:40პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს - არჩილ თალაკვაძე
- 27.01.2021 17:40ამ დროისთვის, ირანულმა მხარემ საზღვარზე შეჩერებული ტრანსპორტის გატარება დაიწყო - საგარეო საქმეთა სამინისტრო
- 27.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი გახდა
არქივი
საზოგადოება


დღის ბოლოსთვის გვექნება გაცილებით უკეთესი სურათი - ზურაბ პატარაძე
მეოთხე დღეა, ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმდჯომარისა და საგანგებო შტაბის ხელმძღვანელის, ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ადგილზე 2 ვერტმფრენი მუშაობს - ერთი ქართული და ერთი თურქული. ბოლო მონაცემებით, ადგილზე 850 ადამიანია ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში, მობილიზებულია ტექნიკა.
აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზის გაყვანითი სამუშაოები. ამის შესახებ მან აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
„მინდა გითხრათ, რომ დღეს პოზიტიური დღე გვაქვს. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, ჩაერთო ორი ვერტმფრენიც, მათ შორის თურქული ვერტმფრენიც და ისინი საკმაოდ ეფექტურად მუშაოებნ. ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები დამატებით ჩამოვიდნენ ჩვენთან რეგიონში. ჯამში შსს-ის ქვედანაყოფის 350 წარმომადგენელია ამ ლოკაციაში, ასევე დღეს დილით ჩამოვიდა 100-მდე მეხანძრე და სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი. სამუშაოებში ერთობლივად 850 ადამიანი ღებულობს მონაწილეობას. მობილიზებულია ტექნიკაც. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზის გაყვანა, არსებული ავზების დაღრმავება და გაფართოება, ვინაიდან 2 ვერტმფრენი მუშაობს რეგიონში. შემოტანილია პორტატიული ტექნიკა, ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარებიც. ვფიქრობ, დღეს ძალიან ეფექტური დღე გვაქვს და დღის ბოლოსთვის გვექნება გაცილებით უკეთესი სურათი. ამინდიც ხელს გვიწყობს“, - თქვა პატარაძემ.
პატარაძის ინფორმაციით, ჯერჯერობით ცეცლხის კერებამდე სახანძრო მანქანების მიყვანა ვერ ხერხდება, თუმცა სიტუაცია რამდენიმე საათში გამოსწორდება.
„ჯერჯერობით რთული რელიეფის გამო უშუალოდ მანქანების მისვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია , მაგრამ რამდენიმე საათში ეს გზა იქნება საბოლოოდ მიყვანილი და დასრულებული და უშუალოდ მანქანები მივლენ ცეცხლთან“, - თქვა საგანგებო შტაბის უფროსმა.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ცეცხლის კერების ფართობი ორჯერაა შემცირებული. ყველაზე მძიმე სიტუაცია მეოთხე კერასთან ფიქსირდება. იმის გამო, რომ ეს მიუდგომელი ადგილია, ცოცხალი ძალის გამოყენება იქ ვერ ხერხდება, ამიტომ იმ ლოკაციაზე ვერტმფრენები მუშაობენ.
ცეცხლის ჩაქრობის ოპერაცია დილის 6 საათიდან განახლდა. გუშინ გაიჭრა სამ კილომეტრამდე გზა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
27 იანვარი, 2021 , 23:22
შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან - დეკანოზი თადეოზ სარალიძე
27 იანვარი, 2021 , 23:07

მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზე იმყოფება საქართველოს საელჩოსთან და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია ამ თემაზე წარმოადგენს სპეკულაციას - იტალიაში საქართველოს ელჩი
27 იანვარი, 2021 , 22:01

მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე და უშველეთ ხალხს! - მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
27 იანვარი, 2021 , 21:52

„თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა
27 იანვარი, 2021 , 20:33

ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
27 იანვარი, 2021 , 19:45