უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

1 აგვისტო, 2025 09:25
font-size

დღის კალენდარი - 1 აგვისტო

წლის 213- დღეახალ წლამდე დარჩა 152 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება ღირსი მაკრინესი — დისა ბასილი დიდისა (380); ღირსი დიოსი (დაახლ. 430); პოვნა ნაწილთა ღირსი სერაფიმე საროველისა, საკვირველთმოქმედისა (1903).

ღირსი დედა მაკრინე დაიბადა მეოთხე საუკუნეში, კაპადოკიაში. მაკრინეს გარდა ოჯახში ცხრა შვილი იყო. როდესაც ბავშვები გაიზარდნენ და მშობლიური კერა დატოვეს, წმიდა მაკრინემ დაარწმუნა დედამისი, წმიდა ემილია, გაეთავისუფლებინა მონები და დედათა მონასტერში წასულიყვნენ. დედის სიკვდილის შემდეგ წმიდა მაკრინე სავანის დებს ხელმძღვანელობდა. წმიდა მაკრინე 380 წელს გარდაიცვალა. წმიდანი მშობლების გვერდით დაკრძალეს.

ღირსი მამა დიო დაიბადა მეოთხე საუკუნეში, სირიის ანტიოქიაში, ღვთისმოსავ ქრისტიანთა ოჯახში. წმიდანი ღვთის ნებით კონსტანტინეპოლში წავიდა და ერთ გარეუბანში დასახლდა. ახლო-მახლო მცხოვრებნი მიდიოდნენ მასთან და ისიც, როგორც შეეძლო, ეხმარებოდა მათ. მალე პატრიარქმა წმიდანი მღვდლად აკურთხა და წინამძღვრად დაადგინა. წმიდა დიო ღრმა მოხუცებული გარდაიცვალა.

დაიბადნენ:

1401 _ ნიკოლოზ კუზანელი, შუა საუკუნეების ხანის გერმანელი ფილოსოფოსი, თეოლოგი. გარდაიცვალა 1464 წელს.

1779 _ ფრანსის სკოტ ქეი, აშშ-ს ეროვნული ჰიმნის ავტორი. გარდაიცვალა 1843 წელს.

1899 _ შალვა ღამბაშიძე, თეატრისა და კინოს მსახიობი. გარდაიცვალა 1955 წელს.

1914 _ გრიგოლ აბაშიძე, მწერალი, პოეტი. გარდაიცვალა 1990 წელს.

1929 _ ლეილა აბაშიძე, ცნობილი კინომსახიობი.

1934 _ პიერ რიშარი, ფრანგი კინომსახიობი.

1936 _ ივ სენ ლორანი, ფრანგი მოდელიერი.

გარდაიცვალნენ:

1792 – დავით გურამიშვილი, პოეტი.

1973 _ ჯან ფრანჩესკო მალიპიერო, იტალიელი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე.

1997 _ სვიატოსლავ რიხტერი, პიანისტი.

მოვლენები:

988 წელირუსეთმა მიიღო ქრისტიანობა (სავარაუდო თარიღი).

16 წელიმდინარე ტემზაზე პირველი ნიჩბოსნური შეჯიბრება ჩატარდა.

1741 წელი _ შვეცდეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს.

1774 წელიინგლისელმა ქიმიკოსმა ჯოზეფ პრისტლიმ პირველად მიიღო სუფთა ჟანგბადი.

1793 წელისაფრანგეთში შემოიღეს კილოგრამი, როგორც პირველი მეტრული წონის ერთეული.

1834 წელი _ ბრიტანეთის იმპერიაში გაუქმდა მონობა.

1876 წელიკოლორადო ამერიკის 38-ე შტატი გახდა.

1894 წელიიაპონიამ ომი გამოუცხადა ჩინეთს.

1914 წელი _ გერმანიამ ომი გამოუცხადა რუსეთს.

1936 წელიადოლფ ჰიტლერმა ბერლინში XI ოლიმპიური თამაშები გახსნა.

1846 წელიამერიკაში ატომური ენერგიის შემსწავლელი კომისია დაარსდა.

ღირსსახსოვარი დღეები:

შვეცარიაეროვნული დღე

კუბაშეირაღებული ძალების დღე.

საკვანძო სიტყვები: