უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

10 აგვისტო, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 10 აგვისტო

წლის 213-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 153 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსი გიორგი მაშენებლისა (ათონელისა, 1033), წმ. მოციქულ დიაკონთა 70-თაგან პროხორესი, ნიკანორისა, ტიმონისა და პარმენისა; წმ. მოწამეთა: იულიანესი, ესტატესი და აკაკისა.

წმიდა მოციქულნი 70-თაგან: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენი ქრისტეს ეკლესიის პირველი დიაკვნები იყვნენ.

წმიდა მოწამე იულიანე ქრისტიანობისთვის ეწამა რომის იმპერატორ ანტონინე პიუსის დროს.

წმიდა მოწამე ესტატე მხედარი იყო. ქრისტეს რწმენის აღიარების გამო შეიპყრეს და ქ. ანირის თავს მიჰგვარეს და სასტიკად აწამეს. მისი წმ. ნაწილები ქ. ანირში დაკრძალეს.

წმიდა მოწამე აკაკი ქრისტიანობისთვის გაასამართლეს. მას მტარვალებმა თავი მოჰკვეთეს.

დაიბადნენ:

45 – პლუტარქე, ძველი საბერძნეთის დიდი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და ეთიკოსი. გარდაიცვალა 125 წელს.

1888 _ გიორგი ნიკოლაძე, მათემატიკოსი, მეტალურგი, სპორტსმენი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1931 წელს.

1897 – რაჟდენ გვეტაძე, მწერალი. გარდაიცვალა 1952 წელს.

1912 – ჟორჟი ამადუ, გამოჩენილი ბრაზილიელი მწერალი. გარდაიცვალა 2001 წელს.

1925 – გრიგოლ თუმანიშვილი, ბიოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

1935 _ გია ყანჩელი, კომპოზიტორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

1940 – ანზორ ერქომაიშვილი, ლოტბარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

1953 – ზურაბ ყიფშიძე, თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი.

1960 – ანტონიო ბანდერასი, ესპანელი კინომსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1759 – ფერდინანდ VI, ესპანეთის მეფე.

1907 – მარკო ვოვჩოკი, უკრაინელი მწერალი.

1988 – არიას არნულფო, პანამის პრეზიდენტი.

მოვლენები:

1500 წელი — პორტუგალიელმა ზღვაოსანმა დიეგე დიაშმა აღმოაჩინა მადაგასკარის კუნძული.

1519 წელი — ფერნანდო მაგელანმა დაიწყო მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა.

1675 წელი — ამსტერდამში პირველი სინაგოგა გაიხსნა.

1675 წელი — დაიწყო გრინვიჩის ობსერვატორიის მშენებლობა.

1759 წელი — კარლოს III ესპანეთის მეფე გახდა.

1793 წელი — ლუვრში სამხატვრო მუზეუმი გაიხსნა.

1821 წელი — მისური აშშ-ს 24-ე შტატი გახდა.

1833 წელი — დაარსდა ქალაქი ჩიკაგო.

1846 წელი — ვაშინგტონში სმიტსონის ინსტიტუტი გაიხსნა.

1966 წელი — გაუშვეს „Oრბიტერ I“, მთვარის პირველი ამერიკული თანამგზავრი.

ღირსსახსოვარი დღეები:

ეკვადორი – რესპუბლიკის დღე.

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან