უკან

დღის კალენდარი

10 აპრილი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 10 აპრილი

წლის 101-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 265 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წმ. იოანესი, მანგლელი ეპისკოპოსისა (1751); ღირსისა ილარიონ ახლისა, პელიკიტელი იღუმენისა (დაახ. 754); ღირსისა სტეფანე აღმსარებელისა (დაახ. 815); მოწამეთა: იონასი და ბარაქისესი და სხვათა (დაახ. 330); მოწამისა ბოიანისა, ბულგარელი მთავრისა (დაახ. 830).

დაიბადნენ:

1755 – სამუელ ჰანემანი, გერმანელი ექიმი, ჰომეოპატიის დამფუძნებელი. გარდაიცვალა 1822 წელს.

1847 – ჯოზეფ პულიტცერი, ამერიკელი მასმედიის მაგნატი, რომელმაც მისი სახელით ცნობილი პრემია დააწესა ლიტერატურასა და ჟურნალისტიკაში.

1887 – ბერნარდო უსაი, არგენტინელი ფიზიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1971 წელს.

1927 – მარშალ ნირენბერგი, ამერიკელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1917 – ვახტანგ ჭელიძე, ქართველი მწერალი, მთარგმნელი.

1928 – მელორ სტურუა, ცნობილი პუბლიცისტი.

1974 – გიორგი კანდელაკი, პროფესიონალი მოკრივე.

გარდაიცვალნენ:

1813 – ჟან ლუი ლაგრანჟი, ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი.

1945 – იოზეფ ჩაპეკი, ჩეხი მხატვარი და მწერალი.

1954 – ლუი ჟან ლიუმერი, ფრანგი გამომგონებელი. 1895 წელს თავის ძმასთან ერთად შექმნა კინოაპარატი.

მოვლენები:

1809 – ავსტრიამ ომი გამოუცხადა საფრანგეთს.

1841 – გამოვიდა გაზეთ `ნიუ-იორკ თრიბუნის” პირველი ნომერი.

1922 – გენუაში დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკური და ფინანსური საკითხების შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ 28 სახელმწიფოს წარმომადგენლები.

1925 – ქალაქ ცარიცინს დაერქვა სტალინგრადი.

1963 – ატლანტის ოკეანეში 2400 მეტრ სიღრმეზე ჩაიძირა ამერიკული ატომური წყალქვეშა გემი `ტრეშერი”, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა 129 მეზღვაური.

1972 – ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 3000 ადამიანი.

1979 – გაუშვეს საბჭოთა კოსმოსური ხომალდი „სოუზ-33“, რომლის ეკიპაჟის წევრები იყვნენ რუსი კოსმონავტი ნიკალაი რუკავიშნიკოვი და ბულგარელი გეორგი ივანოვი.

1989 – დააპატიმრეს მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და გია ჭანტურია.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!