უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

10 დეკემბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 10 დეკემბერი

წლის 345-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 21 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება დიდისა მოწამისა, წმიდა იაკობ სპარსისა (421); ღირსთა მამათა რომანოზ სასწაულთმოქმედისა და პალადისა (VI-VII); 17 მონაზვნისა ინდოეთში წამებულთა.

წმიდა დიდმოწამე იაკობ სპარსი დაიბადა IV საუკუნეში ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. იგი მშობლებმა ლოცვისა და საღმრთო წერილის სიყვარულით აღზარდეს. ერთ-ერთი სამხედრო ლაშქრობის დროს იაკობმა უარყო ქრისტიანობა. როდესაც თავისი დანაშაული შეიცნო, შენდობას ევედრებოდა უფალს და მოწამებრივად დაასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება.

ღირსი მამა რომანოზ სასწაულთმოქმედი დაიბადა ქალაქ როსში და ანტიოქიის შემოგარენში მოსაგრეობდა. ცხოვრების სიწმინდით მან წინათგანჭვრეტისა და კურნების მადლი მოიპოვა ზეგარდმო. მისი ლოცვა-ვედრებით უფალი მრავალ უშვილო დედაკაცს დედობის სიხარულს ანიჭებდა. წმიდა რომანოზი მკაცრი მმარხველი იყო. ანაფორის ქვეშ იგი მძიმე ბორკილებს ატარებდა. მრავალი წელი გაატარა წმიდანმა სრული განმარტოებით. ღრმა სიბერეს მიღწეული ღირსი რომანოზი მშვიდობით ჩაბარდა უფალს.

დაიბადნენ:

1804 _ კარლ გუსტავ იაკობი, გერმანელი მათემატიკოსი, ელიფსურ ფუნქციათა თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გარდაიცვალა 1851 წელს.

1821 _ ნიკოლაი ნეკრასოვი, რუსი პოეტი, გარდაიცვალა 1878 წელს.

1870 _ ადოლფ ლოოსი (ლოზი), ავსტრიელი არქიტექტორი, გარდაიცვალა 1933 წელს.

1891 _ ნელი ზაქსი, გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1970 წელს.

1896 _ შოთა აღსაბაძე, თეატრალური რეჟისორი, გარდაიცვალა 1966 წელს.

1908 _ ოლივიე ეჟენ მესიანი, ფრანგი კომპოზიტორი, ორღანისტი, პედაგოგი. გარდაიცვალა 1992 წელს.

1924 _ ხუტა ბერულავა, პოეტი, მწერალი.

გარდაიცვალნენ:

1618 _ ჯულიო კაჩინი, იტალიელი კომპოზიტორი, მომღერალი, ვოკალური ხელოვნების თეორეტიკოსი.

1831 _ თომას იოჰან ზეებეკი, გერმანელი ფიზიკოსი. აღმოაჩინა თერმოელექტრული ეფექტი (ზეებეკის ეფექტი).

1865 _ ლეოპოლდ I, ბელგიის მეფე.

1884 _ ჟიულ-ბასტიენ ლეპაჟი, ფრანგი ფერმწერი.

1893 _ ალექსანდრე ყაზბეგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

1896 _ ალფრედ ბერნჰარდ ნობელი, შვედი გამომგონებელი, ქიმიკოსი, ინჟინერი, ნობელის პრემიის დამფუძნებელი.

მოვლენები:

1068 _ თურქ-სელჩუკები ალფ-არსლანის მეთაურობით მეორედ შემოიჭრნენ საქართველოში.

1582 _ საფრანგეთში შემოიღეს გრიგორიანული კალენდარი.

1799 _ საფრანგეთში შემოიღეს მეტრული სისტემა.

1817 _ მისისიპი აშშ-ს მე-20 შტატი გახდა.

1845 _ შოტლანდიელმა ინჟინერმა რობერტ ტომსონმა დააპატენტა პნევმატური საბურავი.

1848 _ საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს ლუი ბონაპარტი.

1898 _ დასრულდა ესპანეთ_ამერიკის ომი.

1901 _ პირველად გაიმართა ნობელის პრემიების გადაცემის ცერემონია. ამ დღეს ნორვეგიის მეფემ პრემია მშვიდობისათვის გადასცა შვეიცარიელ ჟან დიუნანსა და ფრანგ ფრედერიკ პასს, ხოლო შვეციის მეფემ _ ფიზიკოს კონრად რენტგენს (გერმანია), ქიმიკოს იაკობ ვანტ-გოფს (ჰოლანდია), მიკრობიოლოგ ადოლფ ბერინგსა (გერმანია) და მწერალ ფრანსუა სიული-პრიუდომს.

ყოველი წლის 10 დეკემბერს _ ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს სტოკჰოლმსა და ოსლოში იმართება ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი.

1903 _ ნობელის პრემია ფიზიკის დარგში მიენიჭა პიერ-მარი კიურის.

1904 _ რუს ფიზიოლოგს ივანე პავლოვს ნობელის პრემია მიენიჭა.

1906 _ ამერიკის პრეზიდენტს თეოდორ რუზველტს მშვიდობის ნობელის პრემია მიენიჭა.

1907 _ რედიარდ კიპლინგს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

1919 _ აშშ-ს პრეზიდენტს ვუდრო ვილსონს მშვიდობის ნობელის პრემია მიენიჭა.

1922 _ ფრიტიოფ ნანსენს, ნილს ბორს და ალბერტ აინშტაინს ნობელის პრემია მიენიჭათ.

1925 _ ჯორჯ ბერნარდ შოუს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

1948 _ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია.

1994 _ იცხაკ რაბინს, შიმონ პერესსა და იასირ არაფატს მშვიდობის ნობელის პრემია მიენიჭათ.

1997 _ ყაზახეთის დედაქალაქი გახდა ქ. აკმოლა (1998 წლიდან _ ასტანა).

ღირსსახსოვარი დღეები:

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

ნობელის დღე.

ტაილანდი — კონსტიტუციის დღე.

ანგოლა — მუშათა პარტიის დღე.