უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

10 ივლისი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი - 10 ივლისი

წლის 182-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 184 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა‚ ღირსისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმინდელისა (1065); წმ. სევირე ხუცისა _ იტალიელისა (VI). ღირსისა სამსონ უცხოთშემწყნარებელისა (დახლ.530), მართალი იოანა მენელსაცხებლისა.

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელი დაიბადა 1009 წელს თრიალეთში‚ დიდგვაროვან ოჯახში. დედამისს მარიამი ერქვა‚ ხოლო მამას _ იაკობი.

როდესაც ბავშვს შვიდი წელი შეუსრულდა‚ მშობლებმა იგი ტაძრის დედათა მონასტერში მიაბარეს‚ სადაც მისი და თეკლეც იზრდებოდა. იქ წმიდა გიორგიმ სამი წელი გაატარა და იმ დროის განმავლობაში ღმერთმა ორჯერ სასწაულებრივ გადაარჩინა სიკვდილს.

1019 წელს ბიძების – გიორგი მწერლისა და საბას თხოვნით‚ რომლებიც ხახულის მონასტერში მოღვაწეობდნენ‚ იგი ცნობილი ბერის‚ ილარიონ თუალელის მოწაფე გახდა.

1022 წელს წმიდა გიორგი კონსტანტინოპოლს გაგზავნეს‚ სადაც 12 წლის განმავლობაში გულმოდგინედ ეუფლებოდა მეცნიერებებს და მრავალმხრივი განათლებაც მიიღო.

1034 წელს საქართველოში დაბრუნებული გიორგი ხახულის მონასტერში ბერად აკურთხეს‚ მოგვიანებით იგი პალესტინაში გაემგზავრა. შემდეგ საკვირველ მთაზე მდებარე სიმეონ საკვირველმთელის მონასტერში წავიდა. მან იქ სულიერ მოძღვრად ქართველი ბერი გიორგი შეყენებული აირჩია და შემდეგ მისი კურთხევით ათონის მთაზე‚ ივერიის მონასტერში წავიდა. გზაზე მან იერუსალიმიც მოინახულა და მაცხოვრის საფლავზე ილოცა. გიორგი 1040 წელს ჩავიდა ათონს და საღვთისმეტვეყლო წიგნების თარგმნა განაგრძო. 1044 წელს იგი ათონის ივერიის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.

გიორგი მთაწმინდელი დღენიადაგ ქართველი ერის მომავალზე ფიქრობდა. ბაგრატ IV-ÉÓ მოწვევით გიორგი საქართველოში ჩამოვიდა‚ 80 ნიჭიერი ახალგაზრდა ამოარჩია და მათთან ერთად ათონს გაემგზავრა. გზაზე ის შეუძლოდ გახდა და წმიდანმა მშვიდობით მიაბარა სული უფალს. ეს მოხდა 1065 წელს. მისი ცხედარი პატივით გადაასვევნეს ათონში. გადასვენების დროს ქართველებს არაერთია სასწაული მოევლინათ.

დაიბადნენ:

1509 _ ჟან კალვინი‚ ფრანგი რელიგიური რეფორმატორი. გარდაიცვალა 1564 წელს.

1830 _ კამილ პისარო‚ ფრანგი მხატვარ-იმპრესიონისტი. გარდაიცვალა 1903 წელს.

1856 _ ნიკოლა ტესლა‚ ამერიკელი გამომგონებელი. გარდაიცვალა 1943 წელს.

1861 _ ილია ფერაძე‚ პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე‚ გარდაიცვალა 1928 წელს.

1871 _ მარსელ პრუსტი‚ ცნობილი ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1922 წელს.

1915 _ სოლ ბელოუ‚ ამერიკელი მწერალი‚ ნობელის პრემიის ლაურეატი.

1921 _ რევაზ ლაღიძე, გამოჩენილი კომპოზიტორი‚ გარდაიცვალა 1981 წელს.

1937 _ მედეა კუჭუხიძე‚ თეატრალური რეჟისორი.

გარდაიცვალნენ:

1812 _ იოჰან ჰალეი‚ გერმანელი ასტრონომი. 1846 წელს აღმოაჩინა პლანეტა ნეპტუნი.

1915 _ ვაჟა-ფშაველა‚ გამოჩენილი პოეტი და მწერალი.

მოვლენები:

983 წელი _ დაარსდა ათონის ივერთა მონასტერი‚ ძველი ქართული მწერლობისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა ათონის მთაზე‚ ქალკედონის ნახევარკუნძულზე (საბერძნეთი).

1774 წელი _ დაიდო ქუჩუქ-კაინარჯის ზავი. დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი. ოსმალეთი უარს ðამბობდა დასავლეთ საქართველოდან ხარკის აღებაზე.

1900 წელი _ პარიზში გაიხსნა მეტრო.

1992 წელი _ მაიამიში პანამის ყოფილ პრეზიდენტს გენერალ ნორიეგას გამოუტანეს განაჩენი _ 40 წლის პატიმრობა ნარკობიზნესში მონაწილეობისთვის.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე