უკან

დღის კალენდარი

10 ოქტომბერი, 2019 10:39
font-size

დღის კალენდარი - 10 ოქტომბერი

წლის 284-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 82 დღე

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა კალისტრატესი და მისთანა წამებულთა გიმნასისა და სხვათა (304); მოციქულთა: მარკოზისა, არისტარქესი და ზინასი, 70-თაგანთა (I); მოწამისა ეპიქარიასი (III); ღირსისა ეგნატე იღუმენისა (963-975).

70-თაგან უფლის წმიდა მოციქული მარკოზი, რომელიც იოანედაც იწოდება, პავლე და ბარნაბა მოციქულებთან ერთად ღვთის სიტყვას ქადაგებდა. მარკოზ მოციქულმა ცხოვრების სიწმიდით ისეთ მადლს მიაღწია ღვთის წინაშე, რომ მისი აჩრდილიც კი კურნავდა სნეულებს.

წმიდა მოციქული არისტარქე მოხსენიებული ჰყავს პავლე მოციქულს თავის ეპისტოლეებში. იგი თან ახლდა პავლე მოციქულს მის მრავალ მოგზაურობაში და შემდეგ სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსად იყო დადგინებული.

წმიდა მოციქული ზინა უმთავრესი მოციქულის წმიდა პავლეს მოწაფე და თანამოსაგრე იყო. შემდეგში წმიდა ზინე მოციქული პალესტინის ქალაქ დიოსპოლის ეპისკოპოსად იყო დადგინებული.

წმიდა მოწამე ეპიქარია რომში ცხოვრობდა იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს. მაცხოვრის რწმენის მტკიცე აღიარებისათვის მას თავი მოჰკვეთეს.

ღირსი მამა ეგნატე ტომით კაპადოკიელი იყო. სრულწლოვანებას მიწევნული ეგნატე ბერად აღიკვეცა. წმიდანი დიდად ზრუნავდა თავისი სავანის კეთილდღეობაზე. მან შეამკო მონასტრის ტაძარი. ღირსი მამა უფალს ქალაქ ამორეაში ჩაბარდა. მისი გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ ღირსი ეგნატეს წმიდა ნაწილები უხრწნელად იქნა მოპოვებული მორწმუნეთა მიერ.

დაიბადნენ:

1684 _ ჟან ანტუან ვატო, ფრანგი მხატვარი, გარდაიცვალა 1721 წელს.

1731 _ ჰენრი კევენდიში, გამოჩენილი ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, გარდაიცვალა 1810 წელს.

1738 – ბერჟამინ უესტი, ამერიკელი მხატვარი.

1746 _ გიორგი XII, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე, გარდაიცვალა 1800 წელს.

1813 _ ჯუზეპე ვერდი, დიდი იტალიელი კომპოზიტორი, გარდაიცვალა 1901 წელს.

1839 _ კირილე ლორთქიფანიძე, ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი, გარდაიცვალა 1919 წელს.

1861 _ ფრიტიოფ ნანსენი, ნორვეგიელი მოგზაური, ოკეანოგრაფი, მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1930 წელს.

1892 – ივო ანდრიჩი, სერბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1961), გარდაიცვალა 1975 წელს.

1900 _ ირაკლი რცხილაძე, ქართველი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გარდაიცვალა 1974 წელს.

1904 _ ვლადიმერ იაშვილი, ქართველი ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გარდაიცვალა 1971 წელს.

1913 – კლოდ სიმონი, ფრანგი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1985).

გარდაიცვალნენ:

1469 – ფრა ფილიპო ლიპი, იტალიელი მხატვარი, რელიგიური სურათების და ფრესკების ავტორი, დაიბადა 1406 წელს.

1837 – შარლ ფურიე, ფრანგი სოციალისტ-უტოპისტი, დაიბადა 1772 წელს.

1873 _ დავით მაჩაბელი, ქართველი პოეტი, მუსიკის მკვლევარი, დაიბადა 1814 წელს.

1875 _ ალექსეი ტოლსტოი, რუსი მწერალი, დაიბადა 1817 წელს.

1970 _ ედუარდ დალადიე, ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, დაიბადა 1884 წელს.

1985 – ორსონ უელსი, ამერიკელი კინორეჟისორი და მსახიობი, დაიბადა 1915 წელს.

მოვლენები:

1812 წელი – ნაპოლეონმა გასცა ბრძანება მოსკოვის კრემლის აფეთქების შესახებ.

1846 წელი – ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ლასელმა აღმოაჩინა ნეპტუნის თანამგზავრი ტრიტონი.

1853 წელი – შედგა დიდი კომპოზიტორების — რიხარდ ვაგნერის და ფერენც ლისტის პირველი შეხვედრა.

1857 წელი – შეიქმნა ამერიკის საჭადრაკო ფედერაცია.

1865 წელი – ჯონ ჰაიეტმა დააპატენტა ბილიარდის ბურთი.

1868 წელი – კუბაში დაიწყო აჯანყება დამოუკიდებლობისათვის ესპანეთის წინააღმდეგ.

1913 წელი – პანამის არხით გაერთიანდა წყნარი და ატლანტიკური ოკეანეების წყლები.

1935 წელი – ბროდვეიზე გაიმართა ჯორჯ გერშვინის „Pორგყ ანდ Bესს“-ის პრემიერა.

1938 წელი – გერმანიამ მოახდინა ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის ანექსია.

1976 წელი – ბერძენი 95 წლის დიმიტრი იორდანიდისი ყველაზე ხნიერი კაცია, რომელმაც მარათონის შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა; მან დისტანცია 7 საათსა და 33 წუთში დაფარა.

1995 წელი – გარი კასპაროვი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჭადრაკში.

ღირსსახსოვარი დღეები:

ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე.

სტიქიური უბედურებებისგან გამოწვეული საშიშროების შემცირების საერთაშორისო დღე.

ტაივანში — ეროვნული დღე.

იაპონიაში — სპორტისა და ჯანმრთელობის დღე.

კუბაში — დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყების დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`