უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

11 იანვარი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 11 იანვარი

წლის მე-11 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 354-ე დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება 14 ათასი წმიდა მოწამე ჩვილი ყრმისა, ჰეროდე მეფის დროს ამოწყვეტილთა ქრისტესთვის იუდეაში (ბეთლემში); ღირსი მამების: მარკელისა, „დაუძინართა“ სავანის წინამძღვარისა და თადეოზ აღმსარებელისა, თეოდორე სტუდიელის მოწაფისა. ხსენება მართლისა იოსებ დამწინდველისა, დავით მეფისა _ ფსალმუნთა მთქმელისა და იაკობისა, ძმისა უფლისა.

14 ათასი წმიდა მოწამე ყრმა ჰეროდე მეფის მიერ იქნენ ამოწყვეტილნი იუდეას ქალაქ ბეთლემში ღვთაებრივი ყრმის – იესო ქრისტეს შობის შემდეგ. როცა დადგა ჟამი უდიდესი მოვლენის აღსრულებისა – ღვთის ძის განხორციელებისა – მისი შობისა ყოვლადუბიწო ქალწულისაგან, მაშინ აღმოსავლელმა მოგვებმა ცაზე ახალი კაშკაშა ვარსკვლავი დაინახეს, რომელიც მომასწავებელი იყო იუდეველთა მეფის შობისა. ისინი დაუყოვნებლივ გაემართნენ იერუსალიმს და მთელი გზის მანძილზე მათ ის ნათელი ვარსკვლავი მოუძღოდათ მეგზურად. მას შემდეგ, რაც თაყვანი სცეს ახლად შობილ მხსნელს ქვეყნისას, ისინი იერუსალიმში აღარ დაბრუნებულან ჰეროდესთან, რომელსაც იუდეველთა მომავალი მეფის ადგილსამყოფელის შეტყობა სურდა მათგან, არამედ სხვა გზით დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. მაშინ ჰეროდე მეფე მიხვდა, რომ მისი განზრახვა ეპოვა ახლადშობილი და მოეკლა იგი, ვერ განხორციელდება. ამის გამო მან ბრძანა ყველა ახლადშობილი ყრმა მამრობითი სქესისა და ორ წლამდე ასაკისა ამოეწყვიტათ ბეთლემში, რადგან იმედი ჰქონდა, რომ მათ შორის ღვთაებრივი ყრმაც აღმოჩნდებოდა, რომელშიც იუდეველთა მეფე თავის მომავალ მეტოქეს ხედავდა. ბეთლემს ჰეროდე მეფის ბრძანებით ამოწყვეტილნი ყრმანი პირველი მოწამენი იყვნენ ქრისტესათვის.

ღირსი მამა თადეოზ აღმსარებელი მოწაფე იყო ღირსი თეოდორე სტუდიელისა. ხატმბრძოლი მწვალებლობის დროს იგი თავის დიდ მასწავლებელთან ერთად მხნედ იცავდა ჭეშმარიტ აღმსარებლობას და უკეთური იმპერატორის ლევ V სომეხის დროს ევნო წმინდა ხატების თაყვანისცემისთვის.

დაიბადნენ:

1503 – ფრანჩესკო პარმიჯანინო (მაცოლა), იტალიელი ფერმწერი. გარდაიცვალა 1540 წელს.

1859 _ ჯორჯ კერზონი, ინგლისელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. გარდაიცვალა 1925 წელს.

1903 _ ბენჯამინ სპოკი, ცნობილი ამერიკელი პედიატრი. გარდაიცვალა 1998 წელს.

1907 _ პიერ მენდეს-ფრანსი, ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე. გარდაიცვალა 1982 წელს.

1916 _ ბერნარ ბლიე, ფრანგი კინომსახიობი. გარდაიცვალა 1989 წელს.

1929 _ რაფაელ ეიტანი, ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.

1941 – გოჩა ჩოგოვაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1956 _ დავით ანდღულაძე‚ რეჟისორი.

გარდაიცვალნენ:

1055 _ კონსტანტინე IX მონომახი, ბიზანტიის იმპერატორი 1042-1055 წლებში.

1786 – მოზეს მენდელსონი, გერმანელი განმანათლებლობის იდეალისტური ფრთის წარმომადგენელი.

1798 – ერეკლე II, კახეთის მეფე (1744-1762), ქართლ-კახეთის მეფე (1762-1798).

1977 – ვლადიმერ (ლადო) გრიგოლია, ქართველი გრაფიკოსი და მოქანდაკე, რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1698 _ `დიდი ელჩობა” პეტრე I-ის ხელმძღვანელობით ლონდონში ჩავიდა. პეტრე I-მა მოინახულა გრინვიჩის ობსერვატორია, ოქსფორდის უნივერსიტეტი, ინგლისის სამეფო სამეცნიერო საზოგადოება.

1787 _ ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა ურანის ორი თანამგზავრი: ობერონი და ტიტანი.

1867 _ ბენიტო ხუარესი ფრანგული ჯარების გასვლისა და იმპერატორ მაქსიმილიანის სიკვდილის დასჯის შემდგომ მექსიკის პრეზიდენტი გახდა.

1943 _ დიდმა ბრიტანეთმა ხელშეკრულება დადო ჩინეთთან, რომლის მიხედვითაც უარს ამბობდა თავისი სამფლობელოების ექსტერიტორიულ უფლებებზე ამ ქვეყანაში.

1952 _ შეიქმნა გაეროს კომისია განიარაღების საკითხებში.

1960 _ ჩადის რესპუბლიკა დამოუკიდებელი გახდა.

1966 – გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენი.

1989 _ 149 ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღისა და მომწამვლელი აირის გამოყენების აკრძალვის შესახებ.

1994 _ მუშაობას შეუდგა რუსეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო _ ფედერალური კრება.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`