უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

11 ივლისი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 11 ივლისი

წლის 183-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 183 დღე.

საეკლესიო კალენდარი

აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მოწამეთა უვერცხლოთა და სასწაულმოქმედთა კვიროსისა და იოანესი (412); ღირსისა პავლე მკურნალისა.

აღმოყვანება ნაწილთა წმიდა და საკვირველმოქმედთა, უვერცხლოთა კვიროს და იოანესი 412 წელს მოხდა ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ქალაქ კონოპადან უახლოეს სოფელ მანუფინში.

ღირსი პავლე მკურნალი ქალაქ კორინთოს მოქალაქე იყო. ახალგაზრდობაში ერთ-ერთ მონასტერში ბერად შედგა, სადაც თავდაუზოგავად იღვწოდა და გამოცდილი მესაგრე შეიქნა.

ერთხელ, დემონური სიძულვილით შეპყრობილმა ქალმა, წმიდანს ცილი დასწამა. მან ახალშობილი ბავშვი მოიყვანა და გამოაცხადა, მამამისი ბერი პავლეაო. მონაზონმა მორჩილებითა და სიხარულით მოისმინა ეს და ბავშვი შვილად მიიღო. როდესაც წმიდანს ბერული კანონის დარღვევა უსაყვედურეს, პავლემ თქვა: „ძმანო, ვკითხოთ ჩვილს, ვინ არის მისი ჭეშმარიტი მამა!“ ბავშვმა მჭედლისკენ გაიშვირა თითი და თქვა: „აი, მამაჩემი ეს არის და არა ბერი პავლე“. ხალხმა ეს სასწაული რომ იხილა, მდაბლად დაუკრა თავი პავლეს და პატიება სთხოვა. აქედან მოყოლებული ღმერთმა პავლეს მკურნალობის ძალა შთაბერა. ღირსი პავლე დაახლოებით სამოცდაათი წლისა გარდაიცვალა.

დაიბადნენ:

1767 — ჯონ კუინსი ადამსი, აშშ-ს მეექვსე პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1848 წელს.

1841 — არხიპ კუინჯი, ცნობილი რუსი ფერმწერი, პეიზაჟისტი. გარდაიცვალა 1910 წელს.

1850 — პეტრე მელიქიშვილი, ქიმიკოსი, პროფესორი, თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორი. გარდაიცვალა 1927 წელს.

1916 — ალექსანდრ პროხოროვი, რუსი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1932 — ტარიელ ჭანტურია, პოეტი.

1934 — ჯორჯო არმანი, იტალიელი მოდელიერი.

გარდაიცვალნენ:

1937 — ჯორჯ გერშვინი, ამერიკელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1898 წელს.

1974 — პერ ლაჰერკვისტი, შვედი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1700 წელი — ბერლინში დაარსდა პრუსიის მეცნიერებათა აკადემია.

1918 წელი — აშხაბადში ანტიბოლშევიკური აჯანყება მოხდა.

1919 წელი _ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის ბონების გამოცემის შესახებ. მიმოქცევაში გამოვიდა ქართული `მანეთი~.

1979 წელი — არსებობა შეწყვიტა ამერიკულმა კოსმოსურმა სადგურმა „სკაილებმა“, რომელიც ორბიტაზე 1973 წლის მაისში გაუშვეს.

1995 წელი — აშშ-მ და ვიეტნამმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს.

ღირსსახსოვარი დღეები:

მონღოლეთი — ეროვნული დღე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`