უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

11 ივნისი, 2019 10:10
font-size

დღის კალენდარი - 11 ივნისი

წლის 163-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 203 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა თეოდისია ქალწულისა, ტვირელისა (307-308); პირველი მსოფლიო კრების მამათა (325);
ალექსანდრე ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (326 ); ღირსმოწამისა თეოდისია ქალწულისა, კონსტანტინეპოლელისა (730).

წმიდა მოწამე თეოდოსია ტვირელი 307 თუ 308 წელს ევნო ქრისტესათვის. 29 მაისს (ძვ. სტ.) აღინიშნება მოწამის წმიდა ნაწილების კონსტანტინეპოლსა და ვენეციაში გადასვენება.

წმიდა ღირსმოწამე თეოდოსია ქალწული თავის ღვთისმოშიშ მშობელთა გულმოდგინე ლოცვის შედეგად დაიბადა და მათი ადრეული სიკვდილის შემდეგ კონსტანტინეპოლის წმიდა მოწამე ანასტასიას სახელობის დედათა მონასტერში იზრდებოდა. ავიდა თუ არა საიმპერატორო ტახტზე, ლევ ისავმა, ამ სასტიკმა მდევნელმა წმიდა ხატების თაყვანისმცემლებისა, მაშინვე გამოსცა ბრძანება ყველგან გაენადგურებინათ ხატები. კონსტანტინეპოლში მაშინ ერთი კარიბჭე არსებობდა, რომელსაც „სპილენძისას“ უწოდებდნენ და რომელზეც უკვე 400 წელი იყო, რაც მაცხოვრის სპილენძის ხატი ეკიდა. 730 წელს ცრუპატრიარქმა, ხატთმბრძოლმა ანასტასიმ ბრძანა ჩამოეღოთ ეს წმიდა ხატი. მართლმადიდებელი ქრისტიანი ხალხი, რომელსაც ღირსმოწამე თეოდოსია წინამძღვრობდა, სხვა მონაზვნებთან ერთად, ამ ხატის დასაცავად აღიძრა და ბრძანების აღმსრულებელ მხედართან ერთად გადააგდო კარიბჭეზე მიდგმული კიბე. მხედრებმა ყველა ეს მონაზონი დახოცეს, ხოლო წმიდა თეოდოსია, როგორც ყველაზე თავგამოდებული დამცველი ხატებისა, საპყრობილეში ჩააგდეს. ერთი კვირის განმავლობაში მას ყოველდღე ჰგვემდნენ ჯოხებით, რის შედეგადაც მოწამე გარდაიცვალა.

დაიბადნენ:

1573 — ბენჯამინ ჯონსონი, ინგლისელი დრამატურგი. გარდაიცვალა 1637 წელს.

1669 — ანტონიო ვივალდი, კომპოზიტორი, მევიოლინე და დირიჟორი, გარდაიცვალა 1741 წელს.

1776 — ჯონ კონსტებლი, ინგლისელი ფერმწერი. გარდაიცვალა 1837 წელს.

1864 — რიჰარდ შტრაუსი, ავსტრიელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1949 წელს.

1899 — იასუნარი კავაბატა, იაპონელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1962 წელს.

1910 — ჟაკ-ივ კუსტო, ფრანგი ოკეანოგრაფი, აკვალანგის გამომგონებელი. გარდაიცვალა 1997 წელს.


1930 — მორის ფოცხიშვილი, პოეტი. გარდაიცვალა 1990 წელს.

გარდაიცვალნენ:

1970 — ალექსანდრ კერენსკი, რუსი პოლიტიკური მოღვაწე, თებერვლის (1917 წ.) რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი.

მოვლენები:

1453 — დაეცა ბიზანტიის იმპერია.

1992 — რუსეთში მიიღეს პრივატიზაციის სახელმწიფო პროგრამა.

2000 — ინდონეზიის დედაქალაქში ჯაკარტაში გამძვინვარებულმა ბრბომ ცოცხლად დაწვა ხუთი კაცი, რომელიც ავტობუსში ქურდობდნენ.

ღირსსახსოვარი დღეები:

ავსტრალია _ დედოფლის დაბადების დღე

ნეპალი _ მეფის დღე

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!